ბეტანიმ ფოტოები სოციალურ ქსელში იმ მიზნი განათავსა, რომ და მისნაირებს დაეხმაროს 23 წლის ბეტანი ტაუნსენდის ფოტო "ფეისბუქზე" 9 მილიონმა ადამიანმა ნახმა, 200 ათასზე მეტმა დაალაიქა და 10 ათასზე მეტმა დაწერა კომენტარი. მიზეზი, რის გამოც ის ერთ საათში გახდა ინტერნეტის ვარსკვლავი, მის მძიმე დაავადებაში იმალება.
ბეტანის კრონის დაავადება აქვს - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ანთება, რომელიც გავლენას ახდენს საკვების გადამუშავებასა და ათვისებაზე. ბეტანის სამი წლის ასაკიდან აქვს ეს მძიმე დაავადება, 2010 წელს ჩაუტარდა უმძიმესი ოპერაცია, რომელსაც კინაღამ გადაჰყვა – კოლოსტომია, რის შემდეგაც გამუდმებით ატარებს სპეციალურ გადამცემს.
კარგა ხანს განიცდიდა ამ ამბავს და საზოგადოებაშიც კი არ ჩნდებოდა, მაგრამ ქმარმა, 33 წლის იანმა დაარწმუნა მექსიკაში დასვენების დროს, ბიკინი ჩაეცვა და ფოტოები გადაეღო.
დასვენებიდან ექვს თვეში გაბედა ბეტანიმ ფოტოების სოციალურ ქსელში განთავსება იმ მიზნით, რომ კრონის დაავადებაზე მეტი გააგებინოს ხალხს და დაეხმაროს მისნაირებს. თუმცა მისმა ფოტომ იმაზე დიდი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე თავად ეგონა. ეგ კი არა, ოპერაციამდე მოდელობდა კიდეც და ახლა ფიქრობს, დაუბრუნდეს თავის საქმიანობას.
სამწუხაროდ, გადამცემის დაყენებამ კრონის დაავადება ვერ დაამარცხა და გოგონას სწორი ნაწლავის გადანერგვის ოპერაციის გადატანაც მოუწევს.