"სამი აბორტი გავიკეთე, რადგან ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს იქნებოდა კატასტროფა ჩემი შემოქმედებისთვის" ცოტა ხნის წინ ცნობილმა მხატვარმა მარინა აბრამოვიჩმა თავის ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა. "სამი აბორტი გავიკეთე, რადგან ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს იქნებოდა კატასტროფა ჩემი შემოქმედებისთვის. მომიწევდა მთელი ჩემი ენერგიის ორად განაწილება", - აცხადებს აბრამოვიჩი.
მხატვარი ბრუკლინიდან ხაინ კოხი შეაძრწუნა ამ განცხადებამ და გადაწყვიტა, ეპასუხა მარინა აბრამოვიჩისთვის. კოხმა გამოაქვეყნა ინსტაგრამზე ფოტო, სადაც ის მუშაობის პროცესში ძუძუთი კვებავს ტყუპებს.
"დიახ, არ მყოფნიდა ძილი, მე ხომ 2-3 საათიანი შუალედით 48 წუთის განმავლობაში ვაჭმევდი პატარებს. მიუხედავად ყველაფრისა, მუშაობასაც ვასწრებდი,"- ამბობს მხატვარი.
ხაინ კოხი აგრძელებს: "რატომღაც მიღებულია, რომ მამაკაცს შეიძლება ჰყავდეს ბავშვი და ამასთან ერთად იმუშაოს კიდეც. ხოლო საკმარისია ქალმა გააჩინოს ბავშვი, ყველა ფიქრობს, რომ ეს უდიდესი მსხვეპლია. ჩვენს დროში არსებობს ოჯახის ახალი მოდელი - დედა არ არის ვალდებული მთელი ცხოვრება იჯდეს სახლში. ვალდებულებების სწორად გადანაწილებით ქალს შეუძლია ჰყავდეს ბავშვები და ამასთანავე ჰქონდეს წარმატებული კარიერა".
"შევიმუშავე გეგმა, რომელიც საშუალებას მაძლევს ყოველღიურად რამდენიმე საათი გავატარო ბავშვებთან და თან ვიმუშაო. ამასთან პირადი საქმეებიც მოვაგვარო. ბავშვებზე ზრუნვა - სიხარული და პრივილეგიაა, რომელსაც სამწუხაროდ მოკლებულია უამრავი ქალი", - გვიზიარებს გამოცდილებას მხატვარი.
როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს ქალი, ამ ქვეყნად არაფერი შეედრება დედობას. თუ მოვინდომებთ, ყველაფრისთვის შეიძლება გამოიყოს დრო: ბავშვისთვისაც და საკუთარი ჰობისთვისაც. როგორც იტყვიან, ერთი მეორეს ხელს არ უშლის.