სანამ ბავშვის ფოტოებს გამოაქვეყნეთ, დაფიქრდით, რას იტყვის ის ამაზე, რომ გაიზრდება ავსტრიის ქალაქ კარინტიის მცხოვრები 18 წლის გოგონა იმდენად აღშფოთებულია მშობლების მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული მისი ბავშვობის ფოტოებით, რომ სასამართლოში უჩივლა მათ.
ადვოკატის თქმით, გოგონას დიდი შანსი აქვს, მოიგოს ეს საქმე. მშობლებმა 7 წლის განმავლობაში სოციალურ ქსელში გოგონას 500-მდე ფოტო გამოაქვეყნეს.
"დავიღალე იმით, რომ მშობლები არ აღმიქვამენ სერიოზულად. მათ არც რცხვენოდთ და საზღვრებსაც სცდებოდნენ - სულ ერთი იყო, უნიტაზზე ვიჯექი თუ შიშველი ვიწექი საწოლში. ყველა მომენტს იღებდნენ და მერე ამას საჯაროდ ავრცელებდნენ", - წუწუნებს გოგონა.
თუ ადვოკატი დაამტკიცებს, რომ ფოტოებმა დაარღვიეს პირადი ცხოვრების უფლება, მისი კლიენტი საქმეს მოიგებს. თუმცა გოგონას მამა ამბობს, რომ ფოტოების გამოყენების სრული უფლება ჰქონდა, რადგან თავად არის ფოტოების ავტორი.
ალბათ ეს საქმე მაინც ჭკუის სასწავლებელი იქნება მშობლებისთვის - სანამ ბავშვის ფოტოებს გამოაქვეყნეთ, დაფიქრდით, რას იტყვის ის ამაზე, რომ გაიზრდება.
ასევე იხილეთ: ეს უნდა იცოდეთ, სანამ თქვენი შვილის ფოტოებს გამოაქვეყნებთ ფეისბუქზე