"დაუკოცნეთ სახე, ხელები, მოეფერეთ..." - ირინა სარიშვილის ყველაზე ემოციური პოსტი ირინა სარიშვილის ფეისბუქ გვერდის ჩათვალიერება ყოველთვის სიანტერესოა. ხან კარგ ხასიათზე დაგაყენებთ მისი პოსტები, ხან დაგაფიქრებთ, ხან კი - სენტიმენტებს გამოაღვიძებს თქვენში...
სწორედ ასეთია ის ჩანაწერი, რომელსაც ქალბატონი ირინა მშობლებს უძღვნის... ბევრს ალბათ ჩემსავით მოხვდება გულზე და გაახსენებს ტკბილად გასახსენებლ სიმწარეს.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
„არის წუთები როცა ან რაღაც უბრალოდ გაგახსენდება, ან შეხვდები შენი ბავშვობის და არამარტო ბავშვობისგან განუყოფელ ადამიანებს, ან რამე სხვა...
არის წუთები, როცა საშინლად ნანობ ყოველ წუთს, წამს, როცა შეგეძლო და დედას და მამას არ ჩაეხუტე და არ უთხარი – მერე რა, რომ გეჩხუბები, გამწარებ – თქვენზე ძალიან მაინც არავინ არ მიყვარს.
ამ წუთას ძალიან მინდა, ამის საშუალება მქონდეს მაგრამ აღარ მაქვს.
ვისაც გაქვთ, სადაც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მიდით დედასთან და მამასთან, სანამ ცოცხლები გყავთ, დაუკოცნეთ სახე, ხელები, მოეფერეთ, იცინეთ, ატირდით მათთან ერთად, სანამ მარტო არ დარჩებით უდედოდ და უმამოდ.
მიდით, თორემ ამ დაკარგულ წუთებს მერე ისე ინანებთ, როგორც მე ახლა ამ წუთას! “
თეკლა ჟვანია