ყოველთვის ედექით მხარში თქვენს შვილებს და არ გამოგეპაროთ მათი გულისტკივილი ხშირად ამბობენ, რომ ბავშვები უფრო სასტიკები არიან, ვიდრე დიდები, რადგან მოზარდებს არ აქვთ ზომიერების შეგრძნება. შემთხვევა, რომელზეც უნდა გიამბოთ, ავსტრალიაში მოხდა.
13 წლის ტაილა ავსტრალიაში, კვინსლენდის შტატში ცხოვრობდა. მას თანაკლასელები დასცინოდნენ და ჯიბის ფულსაც ართმევდნენ. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც სკოლაში, ასევე სოციალურ ქსელში. შვილის დაცვის მიზნით გოგონას დედამ არაერთხელ მიმართა სკოლის ადმინისტრაციას. სკოლის დირექციის აზრით, ეს არ იყო ისეთი შემთხვევა, სადაც საჭირო იყო მათი ჩარევა. მათ მიაჩნდათ, რომ ბავშვები უბრალოდ ერთობოდნენ.
სკოლაში ვიზიტიდან ორ კვირაში დედამ იპოვა ტაილას ნახატები, რომელშიც სუიციდის ელემენტები იყო. იგი ხატავდა მკვდარ სხეულებს და ამბობდა, რომ მობეზრდა სიცოცხლე... "სიკვდილი მინდა, რათა დავტოვო ეს სამყარო და არასოდეს დავბრუნდე აქ", - უთხრა ტაილამ დედას.
დედას უნდა ემოქმედა. ამიტომ რადიკალური ნაბიჯები გადადგა და გადაწყვიტა, საცხოვრებლი ადგილი შეეცვალა და სხვა ქალაქში გადასულიყი. ასეც მოიქცა.
ახალი სკოლის ბავშვებმა კარგად მიიღეს გოგონა. მან მალე იპოვა მეგობრები და იმ დროს იხსენებს, როგორც ცუდ სიზმარს.
ბავშვი რომ თანატოლებმა არ დაჩაგრონ - 9 წესი, რომელიც შვილს აუცილებლად უნდა ასწავლოთ!
ტაილა მხოლოდ დედის ყურადღებიანობამ და თანაგრძნობამ გადაარჩინა. ყოველთვის ედექით მხარში თქვენს შვილებს და არ გამოგეპაროთ მათი ემოციები.