ცნობილ ბიძასა და ბაბუასთან ერთად გოგონამ საზღვარგარეთიდან იმღერა ნინი ხვედელიანი ყველასთვის ცნობილი და პატივსაცემი ადამიანის - ჯემალ ბაღაშვილის შვილიშვილია და გია ბაღაშვილის დის შვილი. ის ბატონი ჯემალის ქალიშვილის თეონა ბაღაშვილის გოგონაა, რომელსაც აქამდე საზოგადოება ნაკლებად იცნობდა. ნინის უფროსი ძმა სანდრო ჰყავს. თავად წლებია საზღვარგარეთ სწავლობს, თუმცა სამშობლოსთან, ოჯახის წევრებთან მუდმივი კავშირი აქვს და როგორც აღმოჩნდა, დიდი მონატრებაც.
გარდა ამისა, ნინის წინაპრებისგან სიმღერის ნიჭიც ერგო და მის მიერ კონცერტის დროს ვიდეოჩართვით, ჯემალ და გია ბაღაშვილებთან ერთად შესრულებულმა "საქართველოო, ლამაზომ", უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. ამ სიმღერამ ბევრი აატირა. ნახეთ თქვენც ეს ვიდეო