ის ახლა ფილტვების სიმსივნეს ებრძვის "სამი კაკალი კონკიასათვის" ალბათ უამრავი ადამიანის ბავშვობის ლამაზ მოგონებად არის ქცეული. საოცრად ლამაზი და თბილი პერსონაჟები, დახვეწილი მუსიკა და ორიგინალური, თითქოს სრულიად არაზღაპრული გარემო, ამ ფილმს გამორჩეულად აქცევს ბევრ სხვა ფილმსა თუ ზღაპარს შორის. ალბათ გაინტერესებთ, როგორები არიან ახლა ეს საყვარელი პრინცი და პრინცესა?
კონკიას როლს ფილმში ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა ასრულებს. ის ახლა 63 წლისაა და ამბობს, რომ კინოთი ბავშვობიდან იყო გატაცებული. საოცარი გარეგნობის გამო, თავიდანვე პრინცესების როლებს სთავაზობდნენ და ბევრ ზღაპარში ათამაშეს, თუმცა ისეთი პოპულარობა, როგორიც კონკიას ჰქონდა, მისმა ვერც ერთმა პერსონაჟმა ვერ მოიპოვა.
თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წარმატებით თამაშობდა კინოსა და თეატრში. იქვე გაიცნო მომავალი მეუღლე, ცნობილი ჩეხი მსახიობი იოზებ აბრგამი, რომელთანაც მყარი ოჯახი შექმნა და ერთი ვაჟი გაუჩნდა. მათი შვილი დღეს პოპულარული პროდიუსერია.
ბოლო წლებში შაფრანკოვას საკმაოდ წარმატებული როლი ჰქონდა ოსკაროსან ფილმში "კოლია".
2009 წელს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. რამდენიმე პროექტი შეწყვიტა და შემდეგ ისევ დაუბრუნდა თეატრს. "რწმენა, ოჯახი, საქმე - ჩემი ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილებია", - ამბობს შაფრანკოვა, რომელსაც არ უყვარდა პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, არ დადიოდა აქტიურად საჯარო ღონისძიებებზე და თავისთვის წყნარად ცხოვრობდა.
2014 წლიდან კვლავ იჩინა თავი ჯანმრთელობის პრობლემებმა და ის დიდხანს ებრძოდა ფილტვის სიმსივნეს. რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა 2021 წელს გარდაიცვალა.
რაც შეეხება პრინცის როლის შემსრულებელს, ის ასევე ჩეხი მსახიობი პაველ ტრავნიჩეკია. ამჟამად 66 წლისაა და მასაც საკმაოდ დიდი ფილმოგრაფია დაუგროვდა. გარდა მსახიობობისა, ნიჭიერი მუსიკოსია, მღერის და უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტზე.
ამჟამად მეტ დროს ტელევიზიაში ატარებს, პროდიუსერია და საბავშვო კონკურსების ორგანიზატორი.
სამჯერ იყო დაქორწინებული. ორი ზრდასრული ვაჟი ჰყავს. აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და თაყვანისმცემლებსაც აქტიურად ეურთიერთება.
იხილეთ ასევე:
როგორ გამოიყურებიან ელენი და მეგობრები