ნუდისტურ პლაჟებზე ცოტას არ ნახავთ სულ პაწაწინა თუ ცოტა წამოზრდილ ბავშვებს ბოლო დროს სულ უფრო მოდური ხდება მთელ მსოფლიოში ნუდისტური პლაჟები. სიშიშვლის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან და შესაბამისად, ნუდისტური სანაპიროების რიცხვიც მატულობს. ასევე მატულობს ე.წ. კომუნები, რომლებშიც ძირითადად ევროპელი და ამერიკელი ოჯახები ერთიანდებიან, თავიანთ სახლ-კარს დროებით თუ სამუდამოდ ტოვებენ, ცივილიზაციას შორდებიან და ბუნებაში სახლდებიან. ასეთ კომუნებშიც წახალისებულია სიშიშვლე და თავისუფალი სექსი.
არც ზემოხსენებულ კომუნებში და არც ამგვარ სანაპიროებზე უკვე აღარავის უკვირს სრულიად შიშველი ქალებისა და კაცების "ტანტალი", კანონითაც არავინ კრძალავს ასეთ ადგილებში გაშიშვლებას, მაგრამ რატომღაც არსად წერია, შეიძლება თუ არა ამ ტერიტორიებზე ოჯახურად სიარული და ბავშვების ტარება.
როგორც წესი, ნუდისტი მშობლები ბავშვებსაც თან დაატარებენ და ამიტომაა, რომ ნუდისტურ პლაჟებზე ცოტას არ ნახავთ სულ პაწაწინა თუ ცოტა წამოზრდილ მოზარდებს. საეჭვოა, ვინმე ფიქრობდეს, რომ ამ ბავშვებისთვის ასეთ გარემოში გაზრდა რაიმე სარგებელის მომტანია, ხოლო თუ ასე არავინ ფიქრობს, იმედია, იმაზეც იზრუნებენ, რომ ისინი არ ხდებოდნენ "სიშიშვლის ზეიმის" მომსწრენი.