75 წლის კაცს სწორედ ამ დიეტის შედეგად გაუჩნდა შვილი ამ დიეტის საიდუმლო ბრტანელმა გარი ბერქსმა გაამხილა. 75 წლის ასაკში მას შვილი გაუჩნდა და ყველაზე მხცოვანი ბრიტანელი მამა გახდა. 41 წლის ცოლმა მას ვაჟი გაუჩინა.
კაცი ირწმუნება, რომ ასეთ ასაკში შვილის გაჩენა ბანანის დიეტის დამსახურებაა. 25 წლის წინ, ცოლთან გაშორების შემდეგ, მას თამბაქოს მოწევაც მიუტოვებია და მავნე ჩვევები ბანანებით ჩაანაცვლა. მას მერე, მისივე თქმით, ჯანმრთელობაც გაუუმჯობესდა, თავს შესანიშნავად გრძნობს და აი,
რეკორდსმენი მამაც გახდა.
წყვილს უფროსი შვილიც ჰყავს, რომელიც 2002 წელს გაჩნდა, ქორწინებიდან რამდენიმე თვეში. მანამდე ბრიტანელს კიდევ სამი ბიჭი ჰყავდა პირველი ქორწინებიდან.