ამ ვიდეომ საზოგადოება აღაშფოთა ამ ვიდეომ საზოგადოება აღაშფოთა და გააოცა ერთდროულად. გეიმერმა მოზარდმა, რომელიც ჩამოყალიბებული ინტერნეტდამოკიდებულია, მშობლები მუხლებზე დააყენა, ბოდიში მოახდევინა და ეს ყველაფერი ფირზე აღბეჭდა, მერე კი სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ვიდეოს ავროტი მოსკოველი მოზარდია, როგორც რგოლიდან ჩანს, ის იმისთვის სთხოვს მშობლებს ბოდიშის მოხდას, რომ მისი ნების გარეშე წაიყვანეს სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, სავარაუდოდ, ინტერნეტდამოკიდებულებას რომ მორეოდა.
როგორც ამ ბიჭის ახლობლები ამბობენ, ის გეიმერია, ერთ-ერთ პოპულარული ქსელური თამაშით არის შეპყრობილი და მთელ თავის დროს ამას უთმობს. ადრე წერდა, რომ საკმაოდ დიდხანს იტანჯებოდა ჩაკეტილობით და არაპოპულარობით თანატოლებს შორის, ინტერნეტში კი ხსნა იპოვა. მერე კი ისე ჩაითრია კომპიუტერმა, თავის მოკვლაც კი სცადა და მშობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს რამდენიმე თვე. თუმცა როგორც ვიდეოზე ჩანს, ამას ბიჭზე დადებითად არ უმოქმედია.