114-კილოგრამიანმა სტრიპტიზის მოცეკვავე ბუღალტერმა ინტერნეტი ააფეთქა 29 წლის ამერიკელი ლუეინ ბარბერი 114 კილოგრამს იწონის, თუმცა წონამ ვერ შეუშალა ხელი, სტრიპტიზის ნამდვილი ვარსკვლავი გამხდარიყო.
ლუეინმა ამერიკულ "ნიჭიერში" მიიღო მონაწილეობა და პუტკუნა, მოქნილ ბუღალტერზე ინტერნეტი ალაპარაკდა. მისი ვიდეოები "იუთუბზე" ყველაზე ნახვადთა შორის აღმოჩნდა, მის ინტერვიუებს კი ახლა ბევრგან ბეჭდავენ.
როგორც თვითონ ამბობს, სტრიპტიზის ცეკვა პირველი შვილის გაჩენის შემდეგ დაიწყო. მშობიარობის შემდეგ ზედმეტი წონა ჰქონდა და თავს ცუდად გრძნობდა. მანამდე აქტიურად იყო დაკავებული სპორტით – ბალახის ჰოკეის თამაშობდა, ცურაობდა. მშობიარობის მერე კი გადაწყვიტა, რაღაც ახალი ეცადა და სტრიპტიზის სწავლა დაიწყო.
ამბობს, რომ ასე სექსუალურად თავი არასოდეს უგრძნია. ახლა ორი შვილის დედაა, ავტოსალონში ბუღალტრად მუშაობს და ნებისმიერ რთულ ილეთს ასრულებს ძელზე.
ბოლო დროს ძელზე ცეკვა სულ უფრო მოდური ხდება. ამერიკასა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში განსაკუთრებით აქტუალურია შინ დამონტაჟებული ძელი. ეს ძირითადად დიასახლისების ახალ გატაცებად იქცა. ისინი, ვინც შინ სხედან და შვილებს უვლიან, პარალელურად სახლში დამონტაჟებულ ძელზე ცეკვას სწავლობენ.
ბევრი მათგანი მერე ისე ხელოვნდება ამ სფეროში, რომ ახალ პროფესიასაც კი იძენს. ცოტა ხნის წინ ფოტოპროექტმა `ძელი სახლში~ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია – ფოტოებზე ასახულნი არიან დედები შვილებთან ერთად, ოღონდ, არასტანდარტულ გარემოში. სანამ ბავშვები სახლში თამაშობენ თუ მეცადინეობენ, მათი დედები ძელზე არიან შემოხვეული და ეროტიკულ ცეკვებს ასრულებენ.
ამბობენ, რომ ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობისთვის ეს კარგია, თუმცა ფსიქოლოგები ვერ შეთანხმებულან, ბავშვზე რამდენად მოქმედებს დედის ამგვარი გატაცება და შინ მოწყობილი ეროტიკული ცეკვები.