ჰელენი იმიტომ ავირჩიე, რომ მიყვარს 9 წლის სანაი მასილელამ ორჯერ იქროწინა 62 წლის ჰელენ შაბანგუზე, ქალზე, რომელიც ბებიად ერგება. მეორე ცერემონია ახლახან გაიმართა სამხრეთ აფრიკის მპუმალანგას პროვინციაში, საპატარძლოს სახლში.
წყვილმა მეორედ დადო ქორწინების ფიცი 100 სტუმრის თანდასწრებით. სანაი მეზობელ ქალაქში ცხოვრობს. პირველი ცერემონია შარშან გაიმართა მისი მშობლების სახლში. ბავშვმა გამოაცხადა, რომ გარდაცვლილმა წინაპრებმა უბრძანეს, ჰელენზე ექორწინა. ბევრი მშობელი ალბათ ფანტაზიორობად ჩათვლიდა ამას და იქნებ მოეცხო კიდეც ბავშვისთვის, მაგრამ სანაის მშობლებმა ყველაფერი ძალიან სერიოზულად მიიღეს და წინაპრები რომ არ გაებრაზებინათ, პატარძალს დაუკავშირდნენ, 800 დილარი აჩუქეს "მზითვის" სახით და ცერემონიაზეც 1500 დოლარი დახარჯეს.
ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ ეს ცერემონია უბრალო რიტუალია, რომელიც წინაპრების გასახარად იმართება და იურიდიული ძალა არ აქვს. "მე დედას ვუთხარი, რომ ჰელენზე დაქორწინება მინდოდა, იმიტომ, რომ მართლა მინდოდა ეს. ჰელენი იმიტომ ავირჩიე, რომ მიყვარს და მართალია ერთად არ ვცხოვრობთ, დედის სამსახურში ვხედავ ხოლმე მას", - ამბობს ბიჭი და სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ ეს ყველაფერი მისი მოგონილია, ბავშვური ახირება, რომელიც ტრადიციების მოყვარულმა მშობლებმა აიტაცეს.
ჰელენი ამბობს, რომ ჩვეულებრივ მიიღო მშობლების ინიციატივა. "სანაი რომ გაიზრდება, კარგად დაქორწინდება, ეს ცერემონია მხოლოდ თამაშია", - ამბობს ქალი. მისი ქმარი კი დასძენს: "მე და ჩვენი შვილები ბედნიერები ვართ, ჩვენ არ გვაქვს ქორწინებაში პრობლემები. სულ არ მაინტერესებს, სხვები რას ფიქრობენ".
მართალია, მათ ორჯერ იქროწინეს, ოფიციალური ხელმოწერა არ ყოფილა და ორივე ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა.