სრულიად საქართველო გაერთიანდა პატარა ბარბარეს დასახმარებლად ბარბარე მოლაშვილის შესახებ სულ რამდენიმე დღის წინ ვწერდით - 1 წლის გოგონას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს და ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია სჭირდებოდა სასწრაფოდ (იხილეთ სტატია). სრულიად საქართველო გაერთიანდა ბარბარეს დასახმარებლად, ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტრო და შედეგიც მოვიდა.
საქველმოქმედო ფონდი „სიკეთის კვალის“ ინფორმაციით, პატარა ბარბარე მოლაშვილის ოპერაცია თურქეთის კლინიკაში წარმატებით დასრულდა:
,,დედამ მეორედ აჩუქა ბარბარეს სიცოცხლე!!! მეგობრებო, როგორც იცით, ბარბარე უკვე თურქეთის კლინიკაში იყოფება და წუხელ ჩაუტარდა ოპერაცია, დედამ გადაუნერგა ღვიძლი და მეორედ აჩუქა პატარა ანგელოზს სიცოცხლე, უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ამ დროისთვის ბავშვიც და დედაც სტაბილურად არიან, იმყოფებიან რეანიმაციაში, დამატებითი ინფორმაცია რომ გვექნება, გამოვაქვეყნებთ. დიდი მადლობა სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვის ბარბარეს გადარაჩენისთვის“.