"გამოდის, რომ მე ყველაზე პოპულარული ადამიანი ვარ დედამიწაზე?.." გაიცანით, ეს ილიაა - ყველაზე პოპულარული ადამიანი დედამიწის ზურგზე, რომელიც სავარაუდოდ თქვენთვის უცნობია. დღეს ჩვენ იგი დავასაფლავეთ. შესაძლოა ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ თქვენშიც რაღაც მოკვდეს. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ილიას არ იცნობთ. მას უბრალოდ, არავინ ჰყავდა. ის არ იცნობდა თავის მშობლებს, ძმებს და დებს, ბებიებს და ბაბუებს, რადგან მთელი შეგნებული ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინტერნატში გაატარა. მასში იყო რაღაც ისეთი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეხება.
ინტერნატში ის შემთხვევით არ მოხვედრილა, მას დიუშენის ამიოტროფია სჭირდა. ეს იშვიათი და განუკურნებელი დაავადებაა, რომელიც ნელ-ნელა კლავს ყველა კუნთს, სანამ ძირითად სასიცოცხლო ორგანოებამდე - ფილტვსა და გულამდე არ მიაღწევს. "მას 14 წლის ასაკში ბუმბულის წონა ჰქონდა და მე შემეძლო ცალი ხელით გადამესვა თავისი სავარძლიდან საწოლში. ყველა არასწორ ქმედებაზე აუღელვებლად იძლეოდა ინსტრუქციას: "დიმა, თავი შემისწორე, თორემ მომძვრება". თქვენთვის არაა აუცილებელი მოსაწყენი დიაგნოზების დამახსოვრება. მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ ილიამ იცოდა თავისი დიაგნოზი და ისიც, რომ მოკვდებოდა".
ასევე იხილეთ: ამ ბიჭუნამ დედას სასიკვდილო სარეცელზე საოცარი რამ სთხოვა
პალიატიურ განყოფილებაში წოლის დროს ამის შესახებ ის უფროსივით სერიოზულად ეუბნებოდა ექთნებს: "ვერ ვხვდები, რატომ ეშინია ხალხს სიკვდილის? აი, მე ბედნიერი ადამიანი ვარ - ყველა ჩემი სურვილი ხდება! სიკვდილისაც არ მეშინია ..." 1000- მდე პერმელი იღებდა მონაწილეობას ილიას საახალწლო სურვილის შესრულებაში. 1 წლით ადრე კი ბავშვებმა დაბადების დღისთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტეს იმ ბიჭისთვის, რომელიც ვერასდროს გასცდებოდა პერმის მხარეს და თავისი ცხოვრების უმეტეს დროს ინტერნატიდან 300 მეტრის რადიუსში გაატარებდა. მათ თავიანთ მეგობრებს და მეგობრების მეგობრებს შესთვაზეს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ილიასათვის საახალწლო მილოცვების გაგზავნა. ამ შეთავაზებას გამოეხმაურა იაპონია, კანადა, პარიზი, ბუდაპეშტი, ავსტრალია და სახალინი. 300-ზე მეტმა ღია ბარათმა ჭკუიდან შეშალა ის პატარა, მიგდებული დაბა, სადაც ილიას ინტერნატი იყო განთავსებული. როდესაც ილიამ ამდენი წერილი და საჩუქარი ნახა იკითხა: "ეს, როგორ? გამოდის, რომ მე ყველაზე პოპულარული ადამიანი ვარ დედამიწაზე?".
დედამიწის ყველაზე პოპულარული ადამიანი 19 აგვისტოს გარდაიცვალა. დანგრეულ გზაზე ჩვენ მივყვებოდით ილიას ცხედარს ბოლო მოგზაურობაში - სასაფლაოზე, სადაც ლოთმა მესაფლავეებმა ის თიხნარ ტალახში ჩამარხეს.
ხის ჯვარი, გატეხილი პლასტიკატის ტრაფარეტი ილიას სახელით და დაბადება-სიკვდილის თარიღით. ეს იმდენად არაადექვატური, არაბუნებრივი და წარმოუდგენელი მოვლენაა, რომ მხოლოდ მას შეუძლია 1 წამით მართლაც რეალურად დაგარწმუნოს, რომ შენი სიკვდილიც ასევე აუცილებელი და გარდაუვალია. ეს შენი სიკვდილიცაა ამავდროულად, როცა სხეულის რაღაც ნაწილი გიკვდება.
დღეიდან თქვენც იცნობთ ილიას და ამიტომ შესაძლებელია მასთან ერთად თქვენშიც რაღაც მოკვდა. საკითხავი მხოლოდ ისაა, დარჩა კი ჩვენში და თქვენში რაიმე ცოცხალიამ ცოდვილ დედამიწაზე?!
წაიკითხეთ ასევე: ამ 14 წლის გოგონამ თავისი სიკვდილით ბევრის ცხოვრებს შეცვალა