ფსიქოლოგების ახალი რეკომენდაციები ამერიკელი ფსიქოლოგები მოუწოდებენ მშობლებს, არ დაუმალონ შვილებს სიმართლე, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. გამოკვლევები გამოქვეყნებულია Lancet Psychiatry-ში და მის შესახებ გვამცნობს EurekAlert! ფსიქოლოგების აზრით, სიცრუე სანტა კლაუსის შესახებ შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს ბავშვბისთვის. ერთ-ერთი მოტივი ამ სიცრუისა ისაა, რომ მშობლებს თავად აქვთ ამის სურვილი, ამის საშუალებით ბავშობას დაუბრუნდნენ. მეცნიერთა აზრით, ბავშვები რთულ მორალურ სიტუაციაში ექცევიან როცა ერთ მშვენიერ დღესაც იგებენ, რომ საშობაო ჯადოქარი, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს და სხვა ადამიანის საქციელის (მათ შორის მათი ტყუილების) შეფასების უნარი აქვს, გამოგონილი ყოფილა. ამიტომ თავიდანვე არ უნდა მოვატყუოთ.
ამ აზრს სხვა ფსიქოლოგების ნაწილი ეთანხმება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ პირიქით, ბავშვს აუცილებლად უნდა სჯეროდეს ამის (იხილეთ სტატია). მშობლების აზრიც ორად იყოფა - ნაწილი ფიქრობს, რომ მართლა თავიდანვე ჯობს სიმართლის თქმა, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ ბავშვს ბავშვობას ულამაზებენ თოვლის პაპის მოლოდინით.
მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგების აზრით, ბავშვების მოტყუება ზოგჯერ საჭიროა. მაგალითად მაშინ, როცა საყვარელი შინაური ცხოველი მოკვდება. გონივრული იქნება ბავშვს ამ დროს ვუთხრათ, რომ კატა ან ძაღლი "სპეციალურ ადგილზე" მოხვდნენ და არ მოვუყვეთ მითები რეინკარნაციის შესახებ.