მის ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია მოხდა - მეუღლე კიბოთი გარდაეცვალა... მეუღლის სიკვდილის შემდეგ ის მარტო ზრდიდა 6 ბავშვს. ნახეთ როგორ დაუფასა ბედმა. 31 წლის ომიჩ ანტონ კუდრიავცევი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მარტოდმარტომ დაიწყო 6 ბავშვის მოვლა. მის ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია მოხდა - მეუღლე კიბოთი გარდაეცვალა. უბედურება უეცრად შემოიჭრა ოჯახში. ანტონს და ანას უკვე ჰყავდათ 3 შვილი. ანა კვლავ ორსულად იყო, როცა ეს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს და მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა, თავისი სიცოცხლის საფასურად, მომავალი სამი ტყუპი გადაერჩინა.
ჟურნალისტებმა გააკეთეს სიუჟეტი მარტოხელა მამაზე, რომელიც 6 შვილს ზრდის. ანტონი უამრავმა ადამიანმა გაიცნო. მასთან მოდიოდა წერილები თაყვანისმცემლებისგან.
რამდენიმე ქალს შეხვდა კიდეც, მაგრამ პირველივე პაემანზე ხვდებოდა, რომ ისინი არ "გამოდგებოდნენ" მისი ოჯახისთვის.
ერთ-ერთი ასეთი თაყვანისმცემელი აღმოჩნდა ლუდმილა, რომელიც შედგომში მისი მეუღლე გახდა. ლუდმილასთან პაემანზე ანტონმა თან ბავშვები წაიყვანა. ლუდას კეთილმა და მზრუნველმა დამოკიდებულებამ ბავშვების მიმართ მონუსხა ანტონი. უფროსმა ბიჭმა კი უთხრა მამას: "წავიყვანოთ სახლში, ის კარგია!" რამდენიმე ხნის შემდეგ ლუდამ (რომელსაც ერთი შვილი ჰყავდა პირველი ქორწინებიდან) ანტონს უთხრა, რომ მანამ, სანამ ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ნახა სიზმარი, რომ ზრდიდა 7 შვილს. მეორე დღე კი ანტონზე სიუჟეტი გავიდა ტელევიზიით და მიხვდა, რომ ეს მისი ბედი იყო.
ქალი შვილთან ერთად გადავიდა ანტონთან სოფელში საცხოვრებლად. ქორწილი მოკრძალებული იყო. მეორე დღეს გაემგზავრნენ სამოგზაუროდ, ბავშვები კი ბებიებს დაუტოვეს. როდესაც დაბრუნდნენ, მათ კიდევ ერთი მოულოდნელი საჩუქარი ელოდათ: მალე მათი ოჯახი გაიზრდებოდა ორი წევრით.
ანტონი და ლუდმილა ეხმარებოდნენ სარიაბილიტაციო ცენტრის მუშაკებს, სადაც იმყოფებოდნენ უსახლკაროები, ნარკომანები და ალკოჰოლდამოკიდებულები. ცენტრის ერთი პაციენტი გარდაიცვალა, რომელსაც ორი შვილი ობლად დარჩა. პატარები არავის არ სჭირდებოდა, ლუდმილამ შესთავაზა მეუღლეს, ეშვილათ ისინი.
"მე და ანტონმა ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ სახლში წაგვეყვანა ბავშვები. ამბობენ, რომ ერთი ბავშვის აღზრდა უფრო რთულია, ვიდრე რამდენიმესი, და ეს ნამდვილად ასეა!"- ამბობს ლუდმილა. ბავშვების გამო მას მოუწია საყვარელ სამსახურზე უარის თქმა. მისი სიტყვებით, ეს ყველაზე რთული მომენტი იყო მის ცხოვრებაში. ახლა მისი ცხოვრება იწყება დილის 7:30-დან. ერთ ჯერზე 5 ლიტრი სუპი იხარშება მათთვის.
"ადრე ვნერვიულობდი, რომ ვერ მოვასწრებდი ოჯახის საქმეებს, მაგრამ ანტონი ყოველთვის ჩემ გვერდითაა და მეხმარება. მან მასწავლა დროის სწორად განაწილება, ასე რომ, თავისუფალი დროც მრჩება", - ამბობს ლუდმილა. ანტონს ჰყავს სარემონტო ბრიგადა და ფული ყველაფერზე მაინც არ ჰყოფნით. "ახლახან პრეზიდენტს წერილი მივწერე მიკროავტობუსის თაობაზე. სხვა რეგიონებში მრავალშვილიანი ოჯახები დაასაჩუქრა. ჩვეულებრივ მანქანაში ვეღარ ვეტევით, ერთი მეორეზე სხედან", - ამბობს ანტონი. ჯერჯერობით უფროსები წყვეტენ თავიანთ პრობლემებს, პატარებს უხარიათ ახალი ცხოვრება და სასაწაულს ელიან. არაჩვეულებრივ ოჯახში მოდის თოვლის პაპა. ის ბევრ საჩუქარს დაჰპირდა პატარებს! ეს არაჩვეულებრივი ისტორიაა ჩვეულებრივი ხალხისა, რომელთაც დიდი გული აქვთ!