ორი შვილის დედა აბორტის გაკეთებას აპირებდა და ფულის გამო დათანხმდა ბავშვის გაჩენას ბრიტანელი მოდელის ჯოზი კანინგემის ოთხმა თაყვანისმცემელმა ფული შეაგროვა, რომ მის მშობიარობას ადევნონ თვალი. ორმა მათგანმა 20-20 ათასი დოლარი გადაიხადა, კიდევ ორმა "დამკვირვებელმა" - 5-5 ათასი. თანხის ნაწილი მოდელის მშობიარობის ფირზე აღბეჭდვას მოხმარდება.
მოდელს მშობიარობის გადაღება ჟურნალისტებმა შესთავაზეს. მერე კი მისმა თაყვანისმცემლებმა გამოთქვეს სურვილი. დაეწრონ ამ პროცესს. თანაც, ეს იდეა მათ კი არ გაუჩნდათ, თვით ჯოზის. ვარსკვლავები რით არ შოულობენ ფულს, ქორწინების ფოტოებს ყიდიან, ახალშობილების ჟურნალში გამოსაჩენად იღებენ დიდ თანხებს, ჰოდა, მანაც რომ ჩაიდინოს ასეთი რამ, რა მოხდა. მით უმეტეს, რომ სულ რამდენიმე თვის წინ აბორტის გაკეთებას აპირებდა (სხვათა შორის, ისიც საჯაროდ უნდა გაეკეთებინა) და სწორედ დიდი თანხის "ხათრით" გაბედა მშობიარობა. აბორტი მას არასასურველ ორსულობას მოაცილებდა თავიდან – ამის გამო რეალურ შოუში მონაწილეობაზე უთხრეს უარი და მოდელი წუხდა, რომ "კარიერა ენგრეოდა". თუმცა მერე გაცილებით "ორიგინალური" იდეა ეწვია, რომელსაც მისნაირი "ორიგინალური" ამყოლებიც გამოუჩნდნენ და საბოლოოდ იმაზე მეტ ფულსა და პოპულარობას მიიღებს, ვიდრე რეალურ შოუში მონაწილეობით მიიღებდა.
23 წლის ბრიტანელი იმასაც გეგმავდა, რომ თავისი მშობიარობა დვდ-დისკებზე ჩაეწერა და მერე გაეყიდა, მაგრამ მაღაზიებმა, რომლებთანაც წინასწარ ჰქონდა შეთანხმება, საბოლოოდ უარი უთხრეს.
ამ ახალგაზრდა ქალმა საკმაოდ ბევრი რამ მოასწრო და საზოგადოებას თავი რა ხანია, გააცნო. 23 წლის ასაკში მას უკვე ორი შვილი ჰყავს. მამებზე არაფერია ცნობილი, თუმცა ყველამ იცის, რომ თავის დროზე მკერდი გაიზარდა, რადგან თურმე ფსიქოლოგიურ დისკომფორტს ანიჭებდა პატარა მკერდი. თანაც, ეს ყველაფერი სოციალური დაზღვევით გაიკეთა, რასაც საკმაო სკანდალი მოჰყვა.
თავად ამბობდა, მარტოხელა დედა ვარ და ოპერაცია საქმისთვის მჭირდება, პოდიუმი უნდა დავიპყროო და მცირე ხანს მოდელობდა კიდეც, მაგრამ მერე იოლუ ფულის შოვნის სხვა საშუალება იპოვა – ესკორტმომსახურებას უწევდა მდიდარ და გავლენიან ადამიანებს, ე.წ. ელიტურ პროსტიტუციაშიც სდებდნენ ბრალს.