ცოლ-ქმარი, რომელმაც საკმაო თანხა გადაიხადა სუროგაციაში, სასამართლოში ჩივის წყვილი უშედეგოდ ცდილობდა ბავშვის გაჩენას. მიმართეს კლინიკას, რომელიც სუროგაციით იყო დაკავებული. მათ შეურჩიეს სუროგატი დედა. იანა, რომელიც უნდა ყოფილიყო სუროგატი დედა, ცხოვრობს სანქტ-პეტერბურგში, გათხოვილია და ჰყავს 2 შვილი. არინამ და სერგეიმ შეიტანეს თანხა და მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას. თვითონ იანას არ შეხვედრიან.
დათქმულ დროს იანას ჩაუტარდა პროცედურა და იგი დაფეხმძიმდა. აღმოჩნდა, რომ ერთის მაგივრად 2 უნდა გაეჩინა. კლინიკის თანამშრომლები ირწმუნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. იანას სურვილით მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე წყვილი კლინიკაში მოიწვიეს მასთან შესახვედრად.
ქალმა როგორც კი გაიგო, რომ ტყუპი უნდა გაეჩინა, ცდილობდა გაეგო ბიოლოგიური მშობლების კოორდინატები. ის მოითხოვდა თანხის დამატებას მეორე ბავშვზე. შეთანხმების თანახმად, ტყუპის შემთხვევაში მას უნდა მიეღო კომპენსაცია, მაგრამ შეთავაზებული თანხა ეცოტავა. იანამ მეორე ბავშვზე 50%-ის დამატება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი ბავშვის თავისთან დატოვებით დაიმუქრა. წყვილმა დაუჯერა იურისტებს და არ შეასრულა სუროგატი დედის მოთხოვნა, რის შემდეგაც იანამ მისამართი შეიცვალა და საერთოდ გაქრა. იგი არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და ექიმთანაც აღარ დადიოდა. კლინიკის თანამშრომლები მომავალ მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ვერ მიაგნეს იანას ადგილსამყოფელს.
ასევე იხილეთ: "მე მხოლოდ ჭურჭელი ვარ..." - ინტერვიუ სუროგატ დედასთან
მოგვიანებით გაირკვა, რომ ტყუპი ბიჭი ნაადრევად დაიბადა და პირველი ხანები რეანიმაციაში გაატარეს. იანამ აიღო ბავშვების დაბადების მოწმობები, სადაც მშობლებად თვითონ და თავისი მეუღლე ჩაწერა...
არინამ და სერგეიმ სუროგატ დედას სასამართლოში უჩივლეს. სასამართლომ იანას საქციელი არაკეთილსინდისიერად მიიჩნია. ასევე დაადგინა, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები არ შეესაბამება ტყუპის ინტერესებს.
ჯერჯერობით სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესულა ძალაში, რადგან იანამ გაასაჩივრა გადაწყვეტილება. მორიგი სასამართლო სხდომა იანვრის შუა რიცხვებშია ჩანიშნული. "მე ვატარე და გავაჩინე ტყუპი და კანონით მე ვარ მათი დედა", - აცხადებს იანა. გარდა ამისა, მან დაიწყო საბუთების მოგროვება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით. წყვილმა, რომელთათვისაც ეს სიტუაცია ნამდვილ ტრაგედიად იქცა, მიმართა ბავშვთა დაცვის აპარატს თხოვნით, გააკონტროლონ თუ როგორ პირობებში ცხოვრობენ მათი პატარები.
ასევე იხილეთ: სუროგატი დედის ტრაგედია - ქალი ამას ღვთის სასჯელად მიიჩნევს
სამეურვეო ორგანოები მუდმივად აკონტროლებენ ბავშვების მდგომარეობას და ჯერჯერობით პრეტენზიები არ გამოუთქვამთ. ისინი თვლიან, რომ იანა კარგად უვლის ბავშვებს. "რუსეთის კანონმდებლობით დაშვებულია სუროგაცია, მაგრამ ცალკეული ნორმატიული აქტი, რომელიც ორივე მხრის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს - არ არის შემუშავებული. ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედას შორის რეგულირება ხდება შეთანხმების საფუძველზე. ამასთან, ნებისმიერ მხარეს შეუძლია დაარღვიოს ესა თუ ის შეთანხმება, რაც პრაქტიკულად დაუსჯელი რჩება. იყო შემთხვევევი, როდესაც ბიოლოგიურმა მშობლებმა უარი განაცხადეს თავის შვილზე.
ევროპის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია სუროგაცია. ბოლო დროს ჩვენთანაც თვლიან, რომ სუროგაცია ერთგვარი ვაჭრობაა ბავშვებით. სამწუხაროდ, არინასა და სერგეის შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია", - ამბობენ კანონმდებლები.