"ხალხო, აღარ არის ჩემი ანასტასია, ღმერთი არ არსებობს..." - ანასტასია ზაალიშვილი თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა 2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მის დასახმარებლად უამრავმა ადამიანმა გადარიცხა თანხა. ანასტასია, რომელსაც მეოთხე სტადიის მედულობლასტომა (ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე) დაუდგინდა, თურქეთში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა და თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობდა. თუმცა როგორც ჩანს, პატარის ორგანიზმმა ვერ გაუძლო ამდენ დატვირთვას და როგორც თურქეთიდან იუწყებიან, პატარა გოგონა გარდაიცვალა. ამ ამბავს "დედების ფონდის" ერთ-ერთი წარმომადგენელი რუსუდან ნიჟარაძე ავრცელებს...
ასევე დადო სტატუსი ანასტასიას დედამ:
ანასტასიას გარდაცვალებამ ყველას გული დასწყვიტა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და ვისურვოთ, აღარ გაგვეგოს არც ერთი პატარის საშინელი დაავადების, ტანჯვისა და გარდაცვალების ამბავი...