ბავშვის გარდაცვალებაზე დიდი უბედურება ქვეყანაზე არ არსებობს ბავშვის გარდაცვალებაზე დიდი უბედურება ქვეყანაზე არ არსებობს.
როგორ უნდა ანუგეშო მშობლები, რომლებმაც ანგელოზი დაკარგეს?..
მირანდა გრეის ლავინსონი ნოემბერში გარდაიცვალა, თვე-ნახევრის შემდეგ მას მერე, რაც პოპკორნის გაუხსნელი მარცვალი გადასცდა.
ტრაგიკული ისტორია შარშან, მაისში დაიწყო.
ელისონ ლოუსონმა, გოგონას დედამ საკუთარი დაბადების დღე ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა. ყველა მშვენიერ განწყობაზე იყო, მხიარულობდნენ.
ერთ-ერთი ნათესავის, ბობ ჯო კორდის თქმით, "გვიან საღამოს მირანდამ სასტუმრო ოთახში მოირბინა. თვალებში შიში ჩასდგომოდა, ხმას ვერ იღებდა. ყველანი გავქვავდით. ეს იყო უკანასკნელი წამი, შემდეგ მირანდა უგონოდ დაეცა. გავუსინჯეთ პირი, არაფერი ჰქონდა. მამამ ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, გულის მასაჟი გაუკეთა".
"სასწრაფოს" ექიმებმა დაადასტურეს, რომ გოგონას გული გაუჩერდა.
გოგონას პირში არაფერი ჰქონდა, როგორც ჩანს, პოპკორნის მარცვალი ტრაქეაში ღრმად მოხვდა და ჟანგბადის მიწოდება შეაფერხა.
იმ დროს მშობლები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს.
მირანდა საავადმყოფოში გადაიყვანეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.
სამწუხაროდ, ექიმებმა მშობლებს განუცხადეს, რომ ტვინი გაითიშა, მაგრამ სხვა ორგანოები ჯერ აგრძელებდნენ მუშაობას.
გეგმის მიხედვით, იგი აპარატიდან უნდა გამოერთოთ, მაგრამ მშობლებს სჯეროდათ, რომ სასწაული ყოველდღე მოხდებოდა.
მშობლებმა ვირჯინიის სასამართლოსაც მიმართეს, რათა ექიმებს გოგონა აპარატიდან არ გამოერთოთ. მათ სწამდათ, რომ სასწაული მოხდებოდა და მათი გოგონა გადარჩებოდა. 30 ათასი დოლარიც დახარჯეს, პროცესი 6 თვე გაგრძელდა, სწორედ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გამორთეს გოგონა აპარატიდან...
პეტი და ელისონი ყველანაირად ცდილობდნენ შვილის გადარჩენას, მაგრამ ნოემბერში მირანდამ დატოვა ეს სამყარო...
ბავშვის გარდაცვალების მიზეზი პოპკორნის მარცვალი გახდა. უბედურებისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა მირანდას მშობლებს რომ სწორი და დროული რეაგირება მოეხდინათ, იქნებ გოგონას გადარჩენა შესაძლებელი გამხდარიყო. წაიკითხეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვს რამე გადასცდა