4 წლის საბა მოუთმენლად ელის დედმამიშვილს მოდელი ირინა ონაშვილი, რომელსაც 4 წლის ვაჟი ჰყავს, მეორე შვილზეა ორსულად. როგორც "იმედის" დღის შოუში სტუმრობისას აღიარა, მეორე შვილიც ვაჟი იქნება, რომელსაც პატარა საბა მოუთმენლად ელის. ირინას თქმით, მაქსიმალურად ცდილობს ბავშვს ესაუბროს მომავალ ძამიკოზე, რომ არ იეჭვიანოს. ხოლო როგორც დედა სხვა მშობლებს უზიარებს გამოცდილებას, რომ ბავშვის დასაკავებლად და გასართობად კარგია მასთან ერთად ცომეულის კეთება, ცხობა. საბა თურმე მშვენიერ ჭვიშტარებს აკეთებს.