რამდენიმე ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ ბარონს ქცევის პრობლემები აქვს 10 წლის ბარონ ტრამპს ალბათ ყველაზე რთული პერიოდი დაუდგა, რაც მისი ოჯახი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური პოლიტიკოსის გაპრეზიდენტებიდან, პრესა გაცხოველებული განიხილავს მისი ოჯახის წევრებს - ქალიშვილებს, რომლებსაც მოდელების გარეგნობა აქვთ. ყოფილ მოდელ მეუღლეს, რომელიც ძირითადად სულ სევდიანია და დაასკვნეს, რომ დეპრესია აქვს, ტრამპის არც ისე ჯენტლმენურ ქცევებს ცოლის მიმართ და ასევე მის უმცროს ვაჟ ბარონს, რომელიც ხშირად იქცევა არა ისე, როგორც მისგან ელიან და ამის გამო განხილვის ობიექტი ხდება.
მას მერე, რაც საპრეზიდენტო კამპანიისას გამოჩნდა რამდენჯერმე და გამუდმებით ამთქნარებდა, მაშინ გადაწყვიტეს, რომ ბარონი ძალიან დაღლილი იყო. პრეზიდენტის ინაუგურაციისას ბარონმა კიდევ მეტი საბაბი მისცა ჟურნალისტებს - ხან დიშვილებს ეთამაშებოდა დამალობანას მაშინ, როცა მამამისი ხელს აწერდა დოკუმენტებს, ხან ისევ ამთქნარებდა, ხან ჭერში იყურებოდა და ა.შ. რამდენიმე ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ ბარონს ქცევის პრობლემები აქვს, წერდნენ იმასაც, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობისთვის ჩვეული ქცევებით გამოირჩევა.
გასული წლის ბოლოს მელანია ტრამპმა სასამართლოშიც კი უჩივლა ჟურნალისტ და ტელეწამყვან როზი ოდონელს, რომელმაც მისი შვილი აუტისტად მოიხსენია.
თუმცა რასაკვირველია, დამცველი მეტი გამოჩნდა. მათ შორის, ბილ კლინტონის ქალიშვილი, რომელსაც თავადაც გამოუცდია, როგორია იყო იმ ოჯახის წევრი, რომელიც მთელი მსოფლიოს ხელისგულზეა. მან თქვა, რომ ბარონს ისედაც დიდი ტვირთი აწევს და მას უნდა აცადონ, ჰქონდეს ნორმალური ბავშვობა.
თეთრ სახლშიც გადაწყვიტეს, დაეცვათ ბარონი თავდასხმებისგან. მათ ასეთი განცხადება გაავრცელეს:
პრეზიდენტების შვილებს აქვთ უფლება, რომ გაიზარდონ არა პოლიტიკური ყურადღების ქვეშ - ეს დიდი ხნის ტრადიციაა. თეთრ სახლში ელოდებიან, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის ამ საკითხში.
იმედია, მასმედია გაითვალისწინებს ამას და დაანებებენ თავს ბარონს და აცდიან, ნორმალური ბავშვობა ჰქონდეს.