გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო ეს ტყუპი და-ძმაა, ნაადრევად დაბადებული. გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ექიმებს იმედიც არ ჰქონდათ, რომ გადარჩებოდა. წესების უგულებელყოფით, მედდამ ჩვილები ერთ ინკუბატორში ჩააწვინა.
როგორც კი პატარები ერთად აღმოჩნდნენ, ძმა, რომელიც უფრო ჯანმრთელი და დიდი იყო, დას გადაეხვია. სულ ცოტა ხანში გოგონას გულის მუშაობაც სტაბილური გახდა და მისი ტემპერატურაც ნორმაში ჩადგა.