ახლავე გააფრთხილეთ თქვენი შვილები, რათა არავითარ შემთხვევაში არ მოინდომონ თავიანთი სიმამაცის დამტკიცება ასეთი მეთოდით წელიწად-ნახევრის წინ სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობდა ყინულიანი წყლის თავზე გადასხმა - Ice bucket challenge. სცენას იღებდნენ ვიდეოკამერით და გამოწვევას უგზავნიდნენ 3 მეგობარს. იმის მიუხედავად, რომ ეს კამპანია ჩაფიქრებული იყო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად ამიოტროფიკული სკლეროზის მიმართ, მალევე ამან მოდური გართობის სახე მიიღო. თუმცა, მძაფრი შეგრძნებების მოყვარულების რიცხვი არც ისე დიდი აღმოჩნდა და მათ მოიგონეს ახალი "თამაში" - Salt and ice challenge, რაც ნიშნავს "გამოწვევას მარილითა და ყინულით".
ახალი "გართობა" მდგომარეობს შემდეგში: გამომცდელმა კანზე მარილიანი ყინულის დადებით უნდა დაამტკიცოს თავისი სიმამაცე. ერთი შეხედვით ამაში არ არის რაიმე საშიშროება, მაგრამ ასეთი შემადგენლობის ყინული მალე იყინება -28°C-მდე! ეს კი სერიოზულ გართულებებს იწვევს. იმდენად, რამდენადაც მარილიანი ყინული იდება სხეულის გარკვეულ ადგილზე, სიცივე და ტკივილი ადვილად მოსათმენი ხდება.
სწორედ ამ დროს შეიძლება მივიღოთ სერიოზული თერმული ტრავმები, რომელიც უტოლდება დამწვრობას! სამწუხარო კი ის არის, რომ ეს "თამაში" ძალიან პოპულარული გახდა მოზარდებს შორის. ასეთი გართობა გავრცელებულია დიდ ბრიტანეთში, სადაც ხელისუფლემამ განგაში ატეხა და მოითხოვს სოციალური ქსელებიდან Salt and ice challenge-ის ვიდეორგოლების ამოღებას.
ასეთი "დიდების" წუთები შეიძლება ხანგრძლივი და მტკივნეული მკურნალობით დასრულდეს.