შვილზე ახდენილი დედის ოცნებები მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს, რომელიც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს შვილისთვის. არის შემთხვევები, როდესაც მშობელი არ არის რეალიზებული და ამის გამო შვილს თავს ახვევს თავის შეხედულებებს ცხოვრებაზე ისე, რომ არჩევანის უფლებას ართმევს. თუმცა ამას ყოველთვის არ მივყავართ ნეგატიურ შედეგამდე. გაგაცნობთ საბჭოთა მსახიობს, რომელმაც შეძლო საკუთარი შვილის დახმარებით რეალიზება.
ეს გალინა ლოგინოვაა, საბჭოთა პერიოდის მსახიობი. გალინოვას დებიუტი პირველად კინოში, ინსტიტუტის პირველივე კურსზე შედგა. მეორეხარისხოვანი როლის შემდეგ ფილმში "ჩრდილები ქრებიან შუადღეს" მას უკვე ქუჩაში სცნობდნენ.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გალინა კიევში უკვე ცნობილ მსახიობად დაბრუნდა.
თუმცა მის ცხოვრებაში მალევე სულ სხვა გარდამტეხი პერიოდი დადგა. ერთ-ერთ საღამოზე მან გაიცნო იუგოსლავიიდან ჩამოსული ექიმი - ბოგდან იოვოვიჩი. მათ ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. იმ დროს ქალი, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქე და ცოლად მიჰყვებოდა საზღვარგარეთის მოქალაქეს, არასაიმედოდ ითვლებოდა, ამიტომ ლოგინოვას კარიერას წერტილი დაესვა. მას აღარ იწვევდნენ გადაღებებზე და კინოს პრაქტიკულად ჩამოაცილეს.
1 წლის თავზე წყვილს გოგონა გაუჩნდა - მილა.
ბოგდანმა და გალინამ მიიღეს გადაწყვეტილება, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასულიყვნენ და იქ ეცხოვრათ, იქვე ეზრუნათ შვილის მომავალზე. სწორედ იქ გაატარა ბავშვობა ჰოლივუდის მომავალმა ვარსკვლავმა მილა იოვოვიჩმა.
ამ დროს საბჭოთა ხელისუფლებამ აკრძალა იმ ფილმების ჩვენება, სადაც ლოგინოვა თამაშობდა. შტატებში კი გალინა მოსამსახურედ მუშაობდა და მთელი თავისი პროფესიული ამბიციები შვილზე გადაიტანა. მილა იოვოვიჩი დედის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ესწრებოდა სამსახიობო ოსტატობის კურსებს, ქორეოგრაფიისა და ვოკალის გაკვეთილებს, სწავლობდა გიტარაზე დაკვრას. დედა აკონტროლებდა ყველა მის კონტაქტს - პირადულის ჩათვლით. ის გახდა შვილის პირადი აგენტი. მილამ 11 წლის ასაკში ითამაშა თავისი პირველი როლი კინოში.
თუ ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი სხვა გოგო ბოიკოტს გამოუცხადებდა დედას, მილა არ ეწინააღმდეგებოდა და იყო დამჯერი მოსწავლე. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა: მილა ოივოვიჩმა მიაღწია იმას, რაზეც ოცნებობდა მისი დედა - ის გახდა ნამდვილი სუპერ ვარსკვლავი.
პრაქტიკულად არც ერთ ინტერვიუში მილას არ ავიწყდება დედის როლი მისი პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
გალინა კი ერთი წუთითაც არ ნანობს იმას, რომ ვერ მოახდინა საკუთარი თავის რეალიზება. თუმცა ახლა ის ატარებს მასტერკლასებს და აქვს გადაღებები კინოში. "მგონია, რომ ჩემი კარიერა შედგა. წარმატებული კარიერა ხომ მხოლოდ პროფესია არ არის. როდესაც უყურებთ თქვენს ცხოვრებას და სიხარულით ამბობთ: "ყველაფერი კარგად არის, შემიძლია დავისვენო". აი, ასეთ მდგომარეობაში ვარ ახლა", - ამბობს გალინა.
გალინა ლოგინოვას მაგალითი მშვენიერი მოტივაციაა მათთვის, ვისაც ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. მსახიობი არ დაეცა, გადაერთო იმ მიზნის რეალიზებაზე, რაც მის ხელთ იყო. ასევე გალინასა და ბოგდანს ხომ რაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია აქვთ, რომელმაც ბევრ დაბრკოლებას გაუძლო.