”ჩემი ნათესავი იყო ავად. სიცოცხლისთვის სჭირდებოდა თანხა, ამიტომ ჩვენი ბინა ჩავუდეთ...” ელენე ახვლედიანი შთამომავალს, მისი ძმის შვილიშვილს, უნიჭიერეს მხატვარს და ხელოვანს ირაკლი ახვლედიანს მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბინიდან ასახლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ირაკლის მეუღლეს ქეთევან არველაძეს დავუკავშირდით:
„ჩემი ნათესავი იყო ავად. სიცოცხლისთვის სჭირდებოდა თანხა, ამიტომ ჩვენი ბინა ჩავუდეთ. იძახდა, რომ გამოისყიდდა, იხდიდა თანხას, თუმცა ორი თვე ვაღარ გადაიხადა და მევახშემ საქმე შეიტანა სასამართლოში. ასე აღმოვჩნდით ამ პრობლემის წინაშე. ბინა გაიყიდა აუქციონის წესით და დავრჩით ასე. ანგარიშის ნომერი დავდეთ, თუ ჩარიცხავს ვინმე რამეს, ამის იმედზე ვართ. სამი მცირეწლოვანი შვილით ქუჩაში ვრჩებით. მყავს შვიდი, ოთხი და ერთი წლის შვილები. ამ ბინის დაკარგვის შემთხვევაში შიშველი ხელებით ღია ცის ქვეშ ვრჩებით“.
ოჯახს არ აქვს მატერილური შესაძლებლობა შეაჩეროს ეს პროცესი. მათ სახელზე თიბისი ბანკში გახსნილია ანგარიში ნომერი GE53TB7011545061100033. დახმარების მსურველებს შეუძლიათ ამ ანგარიშზე ჩარიცხონ სასურველი თანხა.ოჯახის თხოვნით, იქნებ შეგროვდეს ადვოკატის დასაქირავებელი და საბუთების შესაგროვებელი თანხა 2000 აშშ დოლარი, რათა შეაჩერონ მიმდინარე პროცესი.
თითოეული ჩვენგანის გულისხმიერებამ და გადარიცხულმა თუნდაც ერთმა ლარმა, შეიძლება სამი მცირეწლოვანი ბავშვი უსახლკაროდ დარჩენისგან იხსნას.
ვინც არ იცის, მათ ვეტყვით, რომ იკა ახვლედიანი საკმაოდ ნიჭიერი ხელოვანია, მისი მინიატიურული კომპოზიციები ბევრს აღაფრთოვანებს და ის თავისი შემოქმედებით დიდი მხატვრის ღირსეული შთამომავალია.
მერი ბლიაძე