ამ 453-კილოიან ქალს ნახევარტონიანი მკვლელიც კი უწოდეს. მერა როსალესი ტეხასში ცხოვრობს და ამბობს, რომ იმდენად იყო ცხოვრებაზე გულგატეხილი და იმდენად სჯეროდა, რომ ყველაფერი მისი წონის ბრალი იყო, თავისი დისშვილის მკვლელობაც კი აიღო საკუთარ თავზე. 2008 წელს პოლიციაში განაცხადა, რომ პატარა მის წონას ემსხვერპლა...
თუმცა მოგვიანებით გაკვეთამ უჩვენა, რომ ბავშვი თავის ქალის მრავალჯერად ტრავმას ემსხვერპლა. დანაშაული მერას დამ, ანუ პატარის დედამ აღიარა და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
თუმცა ეს შემთხვევა ბიძგი გახდა მერასთვის, რომ უფრო ჯანმრთელი გამხდარიყო და დის უპატრონოდ დატოვებულ დანარჩენ ბავშვებზე ეზრუნა. 2011 წლიდან აქტიურად დაიწყო გახდომა, გაიკეთა 11 ოპერაცია და გადახედა თავის რაციონს.
"ადრე ვცხოვრობდი, რომ მეჭამა. ახლა ყველაფერი პირიქით არის", - აღიარებს მერა, რომელმაც საუკეთესო წლები საწოლში გაატარა.
მისი დის სასამართლო პროცესის შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი მკურნალობა და პირველ 10 დღეში 45 კილოგრამი დაიკლო. ახლა ის 42 წლისაა და 90 კილოგრამს იწონის, ჯანმრთელია, არ აწუხებს არაფერი და ქმარიც ჰყავს. ამბობს, რომ ახლა ნამდვილად ცხოვრობს და ყველას, ვისაც დიდი წონა აქვს, მოუწოდებს, იფიქრონ ჯანმრთელობაზე და იცხოვრონ რეალური ცხოვრებით.