"ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეს ბედნიერება აქაც მომინდა გავაზიარო..." კარგა ხანია სალომე გოგიაშვილს სოციალურ ქსელში ასეთი ვრცელი პოსტი არ გამოუქვეყნებია. თუმცა მისი შვილის ცხოვრებაში მომხდარმა მოულოდნელმა ამბავმა სურვილი გაუჩინა, ახალი ამბავი საავადმყოფოდან მეგობრებისთვის გაეზიარებინა.
"ბოლო დროა იშვიათად ვაქტიურობ ფეისბუქში, შემოვდივარ თუ არა, სულ ნეგატიური ინფორმაცია მხვდება, ან ვინმეს ლანძღვა, ან გაუთავებელი პოლიტიკაა ჩართული... ამიტომ ინსტაგრამზე გადავერთე, სადაც მხოლოდ ლამაზ ფოტოებს ვათვალიერებ.
მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ეს ბედნიერება აქაც მომინდა გავაზიარო... ეს ულამაზესი გოგო ციბუს დაა, ლიზი, რომელმაც ახლა გაგვიცნო და მთელი გულით შეგვიყვარა, უფრო სწორად, ისე შეგვაყვარა თავი, რომ მის გარეშე, აი, საერთოდ არც ერთი დღე არ გვინდა... ციბუს საავადმყოფოში მოაკითხა და ასე ჩახუტებულები ისხდნენ და რაღაცას ჩუმად ლაპარაკობდნენ. ეს ის სიყვარულია, რომელიც მომინდა, თქვენც გაგაცნოთ და გაგიზიაროთ. ციბუს უკვე ორი და ჰყავს, ორი იმედი და უდიდესი სიყვარული... მადლობა ამ უძლიერეს გოგოს, რომ გვიპოვა და გაგვაბედნიერა..."
როგორც ირკვევა, სალომე შვილის, ციბუკა ნიკოლაიშვილის გამო საავადმყოფოში იმყოფებოდა და იქ მოინახულა ის დაიკომ - ციბუკა და ლიზიმამით არიან და-ძმანი...
საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია და დედა-შვილი მალე სახლში იქნება..
თეკლა ჟვანია