ექიმები სერიოზული გართულებების თავიდან აცილებას ცდილობენ... როგორც იცით, ცნობილმა მომღერალმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა და ტყუპი გააჩინა - ქალ-ვაჟი. თუმცა ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმები ბავშვების სამშობიაროდან გაწერას არ ჩქარობენ - ღელავენ, სერიოზული გართულება არ მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დროულად დაიბადნენ, "ფიზიოლოგიურად მოუმწიფებლებად" აღიარეს და ასევე სიყვითლე დაუდგინეს. ახალშობილთა სიყვითლე საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა და ყოველთვის არ ნიშნავს სერიოზულ გართულებას, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც თავს იკავებენ.
გართულებულ შემთხვევებში სიყვითლეს სერიოზული შედეგების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა (იხილეთ დაწვრილებით ახალშობილთა სიყვითლეზე).
ახლა ბავშვები თერაპიას გადიან და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაწერენ.