კენდრა ვილიანუევა 8 თვის ორსული იყო, როცა მეხი დაეცა ამერიკელი კენდრა ვილიანუევა 8 თვის ორსული იყო, როცა მეხი დაეცა. ინციდენტი შარშან ივლისში მოხდა ნიუ-მექსიკოს შტატში. კენდრა არა მხოლოდ თავად გადარჩა, ბავშვიც გააჩინა. თუმცა, რასაკვირველია ნაადრევად – ელექტრო-ძაბვამ დაუჩქარა მშობიარობა, წყლებიც დაღვარა და საკეისრო კვეთა გაუკეთეს. კენდრამ გოგონა გააჩინა.
"ყველა გვეუბნება, რომ ეს სასწაულია, ჩემი პატარის გადარჩენა. ღმერთმა დაგვიფარა", - ამბობს ბედნიერი დედა.
მედიკოსების თქმით, ისტორიას თერთმეტი შემთხვევა ახსოვს, როცა ორსულ ქალს მეხი დასცემია. მათგან მხოლოდ ხუთი შემთხვევის დროს გადაარჩინეს ბავშვი.
ინციდენტის შემდეგ ერთი წელი გავიდა, თუმცა პატარა გოგონას მცირე პრობლემები აქვს - ვერ ხოხავს და ვერც ჯდომას ახერხებს. კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც აქვს. ექიმები ჯერ ვერ აკეთებენ ოპტიმისტურ პროგნოზებს, თუმცა მშობლებს სჯერათ, რომ ასე გადარჩენილი ბავშვი ამ პრობლემებსაც გადალახავს.