ეს არის უსაზღვრო მამობრივი სიყვარულის, ნებისყოფისა და შეუპოვრობის მაგალითი. ეს არის ამბავი მამაზე და შვილზე, რომლებსაც ერთად ნებისმიერი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ ეს არის უსაზღვრო მამობრივი სიყვარულის, ნებისყოფისა და შეუპოვრობის მაგალითი. ეს არის ამბავი მამაზე და შვილზე, რომლებსაც ერთად ნებისმიერი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ...
შვილმა ჰკითხა მამას: "მამა, ჩემთან ერთად მიიღებ მონაწილეობას მარათონში?" მამამ, მიუხედავად იმისა, რომ გულზე პრობლემები ჰქონდა, უპასუხა: "კი". და ერთად გაიარეს მთელი მარათონი.
მერე ხშირად მონაწილეობდნენ სხვა მარათონებში და მამა ყოველთვის ეთანხმებოდა ბიჭს, როცა ის სთხოვდა, ერთად გაევლოთ გზა.
ერთხელ შვილმა ჰკითხა, იქნებ, "აირონმენშიც" მივიღოთო მონაწილეობა - ეს არის ურთულესი ტრიატლონი მსოფლიოში, სახელწოდებით "რკინის კაცი", რომელიც მართლა რკინის ნებისყოფასა და ძალას მოითხოვს მონაწილისგან. გზა სამ ნაწილად იყოფა: ჯერ დაახლოებით 42 კილომეტრი უნდა გაიარო ნაპირზე, მერე გადაცურო ოკეანე და ბოლოს, 180 კილომეტრი ველოსიპედით. მამამ და შვილმა ეს რბოლა ერთად გადალახეს.
მოგვიანებით ინტერვიუში მამამ, დიკ ჰოიტმა, ჟურნალისტებს უამბო, რომ ჯერ კიდევ დედის მუცელში რიკს ჭიპლარი შემოეხვია კისერზე და ტვინთან ჟანგბადს არ უშვებდა. როცა რიკი დაიბადა, ექიმმა დიკსა და მის ცოლს უთხრა, რომ ბიჭი ვერასოდეს გაივლიდა, ვერ ილაპარაკებდა და აჯობებდა, სამშობიაროშივე დაეტოვებინათ.
მაგრამ მშობლებმა ეს არ გააკეთეს. მამამ ხელში აიყვანა პატარა და შინ წაიყვანა. მას მერე ყოველთვის ისე ექცეოდა, როგორც ნებისმიერ ნორმალურ ბავშვს. ერთხელაც ბიჭმა ტელევიზორში მარათონს უყურა და მამას პირველად სთხოვა, მონაწილეობა მიეღოთ.
არადა, დიკს გულის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. რამდენიმე წლის წინ ინფარქტი გადაიტანა, გარბენის დროს. თუმცა ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ აქტიურმა ცხოვრებამ დიკს სიცოცხლე გაუხანგრძლივა. "ასეთ კარგ ფორმაში რომ არ ყოფილიყო მუდმივი სირბილის წყალობით, 15 წლის წინ მოკვდებოდა", - თქვა მისმა მკურნალმა ექიმმა. ისე გამოვიდა, რომ დიკმა და რიკმა ერთმანეთი გადაარჩინეს.
ბოლო 15 წლის განმავლობაში 212 ტრიატლონი გაიარეს და 4-ჯერ – 15-საათიანი "აირონმენი". ერთ-ერთ ინტერვიუში დიკს გმირი უწოდეს, მან კი მოკრძალებულად უპასუხა: "უბრალოდ, მე ჩემი ოჯახი მიყვარს"...