დღესაც გული სითბოთი მევსება ამ ადამიანების სიკეთის გამო, რომლებიც ყოველდღე, სრულიად უანგაროდ, ერთ პატარა კეთილ საქმეს აკეთებდნენ როცა დედის ძველ წერილებს ვათვალიერებდი, ერთი ამბავი გამახსენდა, რომელსაც მიამბობდა ხოლმე. მისი ერთადერთი ვაჟი ვიყავი. გვიან გათხოვდა და ექიმებმა გაჩენა აუკრძალეს. დედამ არ დაუჯერა, რისკის ფასად მივიდა 6 თვემდე და მხოლოდ ამის მერე, პირველად გამოჩნდა ქალთა კონსულტაციაში.
სასურველი ბავშვი გახლდით: მამა, ბებია-პაპა და ნახევარდაც კი ჩემზე გიჟდებოდნენ, დედა კი ერთადერთ ვაჟზე მართლა აბოდებდა.
დედა ძალიან ადრე იწყებდა მუშაობას და სამსახურში წასვლამდე ბაღში უნდა წავეყვანე. სამსახურში რომ მიესწრო, პირველივე ავტობუსს ან ტრამვაის მიჰყვებოდა, რომლებსაც, როგორც წესი, ერთი და იგივე მძღოლები მართავდნენ. მე და დედა ტრამვაიდან ჩამოვდიოდით, დედა საბავშვო ბაღის ჭიშკრამდე მაცილებდა, აღმზრდელს მაბარებდა, მირბოდა გაჩერებასთან და... მომდევნო ტრამვაის ელოდა.
რამდენიმე დაგვიანების შემდეგ გააფრთხილეს, რომ გააგდებდნენ. არადა, მოკრძალებულად ვცხოვრობდით, მამაც დილიდან ღამემდე მუშაობდა. ასე გადაწყვიტა ბოლოს: მე, სამი წლის ბავშვი, მარტო ჩამოვესვი ტრამვაიდან იმ იმედით, რომ ბაღის ჭიშკრამდე ჩემით მივიდოდი.
პირველივე ჯერზე ყველაფერი გამოგვივიდა, თუმცა ეს წამები დედასთვის ყველაზე გრძელი და საშინელი იყო ცხოვრებაში. ნახევრად ცარიელ, დაქოქილ ტრამვაიში იდგა და გულათრთოლებული უყურებდა, შევედი ჭიშკარში თუ ისევ მივბაჯბაჯებდი, ქურქსა და ბოტებში გახვეული.
გარკვეული ხნის შემდეგ დედამ შენიშნა, რომ იმ გაჩერებიდან ტრამვაი ნელა იძროდა და მხოლოდ მაშინ კრეფდა სიჩქარეს, როცა მე ბაღის ჭიშკარს მივეფარებოდი. ასე გრძელდებოდა მთელი სამი წელი, სანამ მე ბაღში დავდიოდი. დედა ვერ ხვდებოდა, და არც უძებნია, რა იყო ასეთი უცნაური კანონზიმიერების მიზეზი. მთავარი იყო, რომ გული უმშვიდდებოდა და წყნარად მიდიოდა სამსახურში.
ყველაფერი გაირკვა რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მე სკოლაში დავიწყე სიარული. მე და დედა მასთან მივდიოდით სამსახურში და უცებ ტრამვაის გამცილებელმა და მძღოლმა გაგვიღიმეს. ქალი თავზე მომეფერა: "გაუმარჯოს, ბიჭუნა, რა დიდი გაზრდილხარ! გახსოვს, მე და დედაშენი როგორ გაცილებდით ბაღში?"
ბევრი წელი გავიდა მას მერე, მაგრამ ყოველთვის, როცა იმ ადგილას გავივლი, ჩემი ცხოვრების ამ პატარა ეპიზოდს ვიხსენებ და გული სითბოთი მევსება ამ ადამიანების სიკეთის გამო, რომლებიც ყოველდღე, სრულიად უანგაროდ, ერთ პატარა კეთილ საქმეს აკეთებდნენ - უბრალოდ, ცოტათი აყოვნებდნენ მთელ ტრამვაის, მათთვის სავსებით უცხო ადამიანის სიმშვიდისთვის!"