თუ თქვენი ცხოვრების მამაკაცი ამ ყველაფერს აკეთებს თქვენთვის, დამიჯერეთ, გვერდით ძვირფასი განძი გყოლიათ ამერიკელმა რადიოწამყვანმა სტივ ჰარვიმ უცებ მოიპოვა მსოფლიო აღიარება და "ურთიერთობების ექსპერტიც" კი უწოდეს. ეს ყველაფერი მისი წიგნის გამოქვეყნებას მოჰყვა სახელწოდებით "იფიქრე კაცივით, იმოქმედე ქალივით". ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე შემქნილმა გამოცემამ ბევრი მკითხველის გული დაიპყრო. გთავაზობთ ამონარიდს ამ წიგნიდან:
"მამაკაცის სიყვარულს მე სამ კატეგორიად დავყოფდი: ესაა გაცხადება, უზრუნველყოფა და დაცვა.
- მართალია, მამაკაცი დიდი ხალისით არ წამოგყვებათ მაღაზიაში კაბის შესარჩევად, სამაგიეროდ ნამდვილი მამაკაცი წვეულებაზე დაგიმშვენებთ მხარს, ხელს ჩაგკიდებთ და სიამაყით წარუდგენს საზოგადოებას თავის საამაყო ქალბატონს (გაცხადება).
- შეიძლება სასთუმალთან არ ჩამოგიჯდეთ, როცა ავად ხართ და თვალმოუცილებლად არ შემოგყურებდეთ, სამაგიეროდ, იზრუნებს, რომ ყველა რეცეპტი დროულად გამოგიწერონ და ყველა წამალი დროულად მიიღოთ, წვნიანს გაგიცხელებთ და ბოლომდე მიიყვანს ყველა საქმეს, რაც თქვენს გამოსაჯანმრთელებლად არის საჭირო (უზრუნველყოფა).
- მართალია ბავშვს უხალისოდ, ან სულაც არ უცვლის პამპერსებს, არც ჭურჭლის რეცხვა ეხალისება და არც ჭუჭყიანი ნაფეხურების მოწმენდა, სამაგიეროდ, ტყავიდან გამოძვრება და არავის მისცემს უფლებას, რაიმე გაწყენინოთ ან შეურაცხყოფა მოგაყენოთ (დაცვა).
თუ თქვენი ცხოვრები მამაკაცი ამ ყველაფერს აკეთებს თქვენთვის, დამიჯერეთ, გვერდით ძვირფასი განძი გყოლიათ".