"ასეთ მშობლებს კი, ვინც ბავშვს შერაცხყოფას აყენებს საქვეყნოდ, ვუსურვებ, ვერც ერთ ზომა კაბაში ვერ ჩატეულიყვნენ..." სავაჭრო ცენტრში ვიყავი იმ დღეს, ჰოდა ერთი პატარა გოგონას ტირილმა მიქცია ჩემი ყურადღება - დედას ემუდარებოდა რაღაცას და ცხარე ცრემლებით ტიროდა...
- დე, მიყიდე რაა, მიყიდე, გთხოვ!
- გოგო ამ კაბაში როგორ ჩაეტევი შენ, ნორმალური ხარ? შეხედე, რამხელა ხარ...
ბავშვს დავხედე და მართლაც კარგად ჩაპუტკუნებული პრინცესა იყო, რომელიც ისევ აგრძელებდა ტირილს და ფეხების ბაკუნს....
- დე, გთხოვ, სულ არ შევჭამ საჭმელს, ოღონდ ახლა მიყიდე, არც შოკოლადს შევჭამ არასდროს, ძალიან გთხოვ, დეე...
ისე შემეცოდა, ჩემი თავი გამახსენდა, ბევრ შოკოლადს რომ ვჭამდი და დედა მიკრძალავდა...
მოვკიდე ხელი მის რჩეულ კაბას, პატარა გოგონასაც და კონსულტანტთან მივიყვანე.
- გამარჯობა, ამ გოგონას კაბის ყიდვა უნდა, ეს კაბა კი ძალიან პატარაა, შეიძლება, კაბა შეუნახოთ, სანამ ბავშვი შკოლადს თავს დაანებებს და ამ კაბის ჩაცმას შეძლებს?
კონსულტანტს ეღიმება და კაბას კეცავს:
- აუცილებლად, ერთ თვეში გამოგვიარეთ და ამ კაბას ისევ მოგაზომებ. (ზოგი რა კარგია...)
მაშინვე შეწყვიტა ტირილი, დედასთან გაიქცა და ეუბნება - ეს მაღაზია კარგად დაიმახსოვრე, ერთ თვეში გავხდები და ისევ მოვალ კაბის ჩასაცმელადო...
p.s. ასეთ მშობლებს კი, ვინც ბავშვს შერაცხყოფას აყენებს საქვეყნოდ, ვუსურვებ, ვერც ერთ ზომა კაბაში ვერ ჩატეულიყვნენ!
ანა ლაშხელი ონიანი