თუ ცუდს ეძებ, მას აუცილებლად იპოვი და კარგს ვერაფერს შენიშნავ ერთმა მოხუცმა და ბრძენმა კაცმა უთხრა თავის მეგობარს:
- აბა, დაათვალიერე ეს ოთახი, რომელშიც ვართ, და ეცადე დაიხსომო ყავისფერი ნივთები.
ოთახში ბევრი რამ იყო ყავისფერი და მეგობარმა მალე გაართვა თავი ამოცანას. მოხუცმა უთხრა:
- ახლა კი თვალები დახუჭე და ჩამომითვალე ყველა ცისფერი ნივთი, რაც ოთახშია.
მეგობარი დაიბნა და აღშფოთდა:
- მე ცისფერი არაფერი შემინიშნავს, შენ როგორც მითხარი, მხოლოდ ყავისფერი დავიხსომე!
მოხუცმა უპასუხა:
- გაახილე თვალები, მიმოიხიდე – ოთახში საკმაოდ ბევრი რამაა ცისფერი.
მართლაც ასე იყო.
და მოხუცმა ბრძენმა განაგრძო:
- თუ ოთახში მხოლოდ ყავისფერ ნივთებს ეძებ, ცხოვრებაში კი – მხოლოდ ცუდს, მართლაც მხოლოდ მას დაინახავ, მას შეამჩნევ და დაიხსომებ, ის იქნება შენს ცხოვრებაში დომინანტი. დაიმახსოვრე: თუ ცუდს ეძებ, მას აუცილებლად იპოვი და კარგს ვერაფერს შენიშნავ.