მეტისმეტად დარბილებული მსხალი ობის სოკოს შეიცავს მსხალი საკმაოდ გავრცელებული ხილია საქართველოში და ბავშვებს მისი დაგემოვნების საშუალება ხშირად აქვთ. თუმცა აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მსხალთან დაკავშირებით დიეტოლოგები გარკვეული ნორმების დაცვას გვირჩევენ.
თუ ამ ხილს სწორად მივიღებთ, მისგან ბევრ სასარგებლოსაც შევითვისებთ, თუმცა მისმა არასწორმა მოხმარებამ შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას, როგორც უფროსებს, ასევე ბავშვებს.
სასარგებლო თვისებები:
* ამცირებს სისხლში შაქრის დონეს
* დაბალკალორიულია - 100 გრ-ში 42 კალორიაა. ჩირი უფრო კალორიულია.
* არეგულირებს კუჭის მოქმედებას - შეკრულობისთვის მაგარი მსხალია კარგი, ფაღარათის დროს კი რბილ მსხალს მიირთმევენ.
* სასარგებლოა გულის კუნთის მუშაობისთვის, რადგან ბევრ კალიუმსა და ასკორბინის მჟავას შეიცავს.
* ხელს უშლის ჰორმონალურ დარღვევებს.
* შეიცავს პექტინს, რასაც ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს.
* ხსნის დაღლილობის შეგრძნებას. შეიცავს კობალტს, რომელიც სისხლის წარმოქმნაში მონაწილეობს.
არასწორი გამოყენებისას მოსალოდნელი საშიშროებები:
* დისბაქტერიოზი, მოწამვლა.
* უზმოზე მსხალი - ნამდვილი შხამია.
* საკმაოდ მძიმე საკვებია, ამიტომ ბავშვებს სჯობს შემწვარი ან კანგაცლილი აჭამოთ.
* არ შეიძლება მხლის მირთმევის შემდეგ წყლის დაყოლება.
როგორ ავარჩიოთ მსხალი:
მსხალზე ხელის დაჭერისას, მისი სტრუქტურა არ უნდა იშლებოდეს. მეტისმეტად დარბილებული მსხალი ობის სოკოს შეიცავს, რომელიც დამუშავების შემდეგაც კი არ ნადგურდება და საშიშია ჯანმრთელობისთვის. მიკოტოქსინები ნაყოფის საღ ნაწილშიც აღწევენ.
კარგი მსხალი არც ძალიან რბილი უნდა იყოს, არც ქვასავით მაგარი.
თუ ნაყოფზე ხალებია - ეს დაავადების ნიშანია, თუმცა მარტო კანზეა და ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მეტიც, ხალების არსებობა მიუთითებს, რომ ნაყოფი ნაკლებად არის შხამ-ქიმიკატებით დამუშავებული.
ცხიმოვანი, პრიალა ზედაპირი ნიშნავს, რომ ნაყოფი პარაფინინით, ცვილითა და წყლით არის დაფარული. მწარმოებლები ამ ხერხს ტრანსპორტირებისას მიმართავენ, რათა პროდუქტი არ დაზიანდეს. პარაფინის ნარევმა კი შეიძლება მოწამვლა ან დისბაქტერიოზი გამოიწვიოს.