საშიშ ტოპ-5-ში ის პირველ ადგილს იკავებს ექიმმა გასტროენტეროლოგებმა ერთად შეადგინეს იმ კერძების სია, რომლებიც ჯანმრთელობისთვის არის საშიში და ადამიანის სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს.
მკვლელი-კერძების რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავა გაყინულმა და გამოსაყენებლად გამზადებულმა ნახევარფაბრიკატებმა. ისინი შეიცავენ ჯანმრთელობისთვის საშიშ ტოქსინებს, თანაც, მათი მომზადების პროცესი დარღვეულია.
მეოთხე ადგილზეა შაურმა და სხვადასხვაგვარი ბუტერბროდები. ექიმები მათ მოქმედებას ორგანიზმზე ადარებენ შენელებული მოქმედების ჭურვს.
"პურისა და შემწვარი ხორცის შეთავსება დიდი რაოდენობით სოუსით – ეს არის კანცეროგენები და ცილები, რომლებიც იხრწნება. ეს მართლაც შენელებული მოქმედების ბომბია", - ამბობენ ექსპერტები.
მესამე ადგილზეა ჰოთ-დოგები. სოსისებს ჰოთ-დოგებისთვის ამზადებენ ნებისმიერი რამისგან, ხორცის გარდა: სახამებელი, ანტიოქსიდანტები, სტაბილიზატორები, შემასქელებელი, გემოს გამაძლიერებელი, მარილი.
მეორე ადგილზეა ქუჩაში ნაყიდი ცომეული, განსაკუთრებით – ბევრ ზეთში მომზადებული ფუნთუშები, ღვეზელები. ამგვარი ცომეული ადუღებულ ზეთში მზადდება და ბევრ კანცეროგენს შეიცავს.
პირველ ადგილზეა კერძი, რომელზეც, გასტროენტეროლოგები გვირჩევენ, სამუდამოდ უარი ვთქვათ – კარტოფილი ფრი. "ამ პროდუქტის მავნებლობა პირველ ადგილზეა. სახამებლისა და ცხიმების შეთავსება, ასევე მრავალჯერ გაცხელებული და კანცეროგენად ქცეული ზეთი, რომელშიც მას ამზადებენ ხოლმე, იმას იწვევს, რომ თუ კვირაში სამჯერ მაინც იღებთ ამ კერძს, თქვენი გენეტიკური მასალა იცვლება", - ამბობენ ექიმები. შემწვარი კარტოფილის, განსაკუთრებით – ფრის სახით, მიღება ბევრ მემკვიდრულ დაავადებას იწვევს.
გასტროენტეროლოგების თქმით, ყველა ადამიანს, რომელიც კვირაში სამჯერ მაინც იკვებება ფასტ-ფუდში, 50%-ით ეზრდება ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი. სპეციალისტების თქმით, ფასტ-ფუდის პროდუქტებით ასევე იოლია მოიწამლო, ის ხომ მომზადებიდან ერთ საათში უკვე იწყებს გაფუჭებას, ცილები ლპება, ცხიმები, ნახშირწყლები ასევე იცვლის შედგენილობას.
რეიტინგში მითითებული კერძები უნდა მიირთვათ არაუმეტეს კვირაში ორჯერ და მიირთვათ მომზადებიდან ერთ საათში მაინც, ან საერთოდაც უარი თქვათ მათზე.