კიმმა პირადა შეადგინა მკაცრი დიეტა, რომ მისი ქალიშვილი არასდროს გასუქდეს კიმ კარდაშიანი, რომელიც თავის ქალიშვილს მრავალათასიან საჩუქრებს ჩუქნის, მოდის კვირეულებზე დაატარებს და ბრენდული სამოსით მოსავს, ფიქრობს, რომ ახლავე უნდა დაიწყოს ფიქრი გოგონას ჯანმრთელ მომავალზე – კიმმა პირადა შეადგინა მკაცრი დიეტა, რომ მისი ქალიშვილი არასდროს გასუქდეს.
16 თვის ნორტისთვის აკრძალული პროდუქტების სია კიმმა შეადგინა და ამ სიის სათავეში შაქარია. როგორც 34 წლის ვარსკვლავი ამბობს, სულაც არ სურს, რომ მისი ბავშვი გახდეს, უბრალოდ უნდა, ის ყოველთვის ჯანმრთელი იყოს.
ნორტის რაციონი ორგანული პროდუქტებისგან, ხილისა და ბოსტნეულისგან შედგება. ყოველდღიურად კიმი შეფმზარეულთან ერთად ადგენს გოგონას მენიუს და გამორიცხავს დამუშავებულ ან მავნე პროდუქტებს. ბავშვის თეფშზე არ უნდა მოხვდეს მავნე საკვების ნაკუწიც კი.
სხვათა შორის, ასეთივე პრინციპით კვებავს შვილებს გვინეტ პელტროუ – მან საგანგებოდ ბოსტანიც კი გააკეთა სახლში, რომ მაქსიმალურად სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტები მიაწოდოს შვილებს. მას გამორიცხული აქვს ბავშვთა საკვებიდან ტკბილეული და ნახშირწყლები (პური, მაკარონი და ა.შ.).
ასევე იხილეთ: კიმ კარდაშიანმა შვილისთვის ორეული დაიქირავა