მოხალისეები ორ ჯგუფად გაყვეს, ერთი ნაწილი ყოველლდღე მიირთმევდა კვერცხს უკანასკნელმა კვლევებმა ცხადყო, რომ კვერცხი მხოლოდ იოლად მოსამზადებელი და სასარგებლო საუზმე არ არის. კვერცხს უამრავი საოცარი თვისება აქვს.
შეიცავს А, В1, В2, D, Е, К, РР ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, არეგულირებს ფოსფორის დონეს ორგანიზმში. ცილა მდიდარია გლუკოზით, უამრავი ფერმენტითა და В ჯგუფის ვიტამინებით.
დიდი ხანია ცნობილია, რომ კვერცხი ძვლებსა და კბილებს ამაგრებს, სასარგებლოა მხედველობისა და გულისთვის, ონკოლოგიური დაავადებებისგან კი იცავს. ახლახან კი ახალი თვისება გახდა ცნობილი - ტაფტსის უნივერსიტეტის გამოკვლევამ დაადგინა, რომ კვერცხის რეგულარული მოხმარება მეხსიერებას აუმჯობესებს, ანელებს გონების დაბერების პროცესს და იცავს ასაკობრივი ჭკუასუსტობისგან.
ექსპერიმენტები 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მასში მონაწილე მოხალისეების ნახევარი ყოველდღე მიირთმევდა 2 ქათმის კვერცხს. მეორე ნახევარი კი ჩვეულებრივად იკვებებოდა, თუმცა კვერცხის გარეშე.
კვლევის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ მოხალისეებმა მეხსიერების ტესტი ჩააბარეს. აღმოჩნდა, რომ კვერცხის მჭამელები ყველა მაჩვენებლით უსწრებდნენ დანარჩენებს.
კვერცხის სასიკეთო გავლენა თავის ტვინზე მეცნიერებმა მასში შემავალი ანტიოქსიდანტებით ახსნეს. ეს ლუტეინი და ზეაკსანტინია. უფრო ადრინდელი კვლევებით დადასტურებულია, რომ ეს ორი ნივთიერება ინტელექტსა და მეხსიერებაზე სასიკეთოდ მოქმედებს.