სარგებლობა, რომლის შესახებაც არ ვიცოდით ბანანი ყველას უყვარს – უფროსებსაც და ბავშვებსაც. ბანანის სარგებლობაზეც ბევრი თქმულა. ამჯერად გავიგებთ პასუხს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვაზე, რომელიც ბანანს ეხება – რომელი ბანანია უფრო სასარგებლო, ახალი თუ დარბილებული და ოდნავ უკვე ფერშეცვლილი? თითქოს პასუხი აშკარაა. გაცილებით კარგად გამოიყურება ყვითელკანიანი და საკმაოდ მაგარი, მჭიდრო რბილობის მქონე ბანანი. თუმცა თურმე სხვაობა ყოფილა არა მხოლოდ გემოში, არამედ ორგანიზმზე ზემოქმედებაც ახალ და უფრო მწიფე ბანანებს, სხვადასხვანაირი აქვთ.
როცა ბანანი რბილდება და მეტად მწიფდება, უფრო ტკბილია. ეს იმიტომ ხდება, რომ რთული ნახშირწყლები და შაქარი თანდათან იყოფა უფრო მარტივ საქაროზად იშლება. შესაბამისად, ორგანიზმს უფრო უიოლდება მისი ათვისება და ეს პროდუქტი თურმე საჭმლის მომნელებელი ორგანოებისთვისაც მეტად სასარგებლო ყოფილა. მწიფე ბანანებში გაცილებით მეტია სასარგებლო ვიტამინები და სხვადასხვა მიკროელემენტი – ეს მეცნიერების მიერ დადასტურებული ფაქტიცაა.
რაც შეეხება უკვე კანის გაშავებისკენ წასულ ბანანს – ესეც საოცრად ეფექტური ნივთიერების წყაროა, რომელიც თურმე სიმსივნის უჯრედებსაც კი ებრძვის. როცა ბანანი უკვე მწიფეა, მის შიგნით ძლიერი ანტიოქსიდანტი გამომუშავდება. მწიფე ბანანის მიღება ძალიან სასარგებლოა იმუნური სისტემისთვის, ორგანიზმს ეხმარება ნებისმიერ ინფექციასთან უკეთ ბრძოლაში.
ნუ გადააგდებთ მწიფე ბანანს, თუნდაც კანს სიშავე ჰქონდეს შეპარული (აქ არ არის ზედმეტად დარბილებულ, მთლად გაშავებულ ბანანზე. საუბარია სიშავე-შეპარულ ბანანზე, როგორც მე-7 გამოსახულებაზეა იხ. ფოტო). მთავარია, რბილობს არ ჰქონდეს შავი და ყავისფერი ლაქები. თუ ოდნავ აქვს მოყავისფრო ლაქა, ის ადგილი აუცილებლად უნდა მოაჭრათ. ეცადეთ, სახლში დაამწიფოთ და არ გადაამწიფოთ - ფერზეც მიხვდები, როცა არაჯანსაღად გამოიყურება.
თუ ძალიან რბილის მირთმევა არ გიყვართ, ის ხილფაფად გამოიყენეთ, გულსართად ბლინებისთვის, სახეზე წასასმელად ნიღბის სახით და ა.შ.