ინგრედიენტების გარდა მნიშვნელობა აქვს როგორი წესით არის მომზადებული კერძის სარგებლობა ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. ინგრედიენტების გარდა მნიშვნელობა აქვს, როგორი წესით არის მომზადებული. მაგალითად, მოთუშული და მოხარშული კერძი ყოველთვის შემწვარ-მოხრაკულზე უფრო სასარგებლოა. მნიშვნელობა აქვს შეწვის წესსაც. წარმოგიდგენთ კერძებს, რომლებსაც დიეტოლოგები "მწვანე შუქს უნთებენ" და ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევენ.
რატატუი
სუპერსასარგებლო ბოსტნეულის ასორტი, რომელიც ღუმელიც ღუმელში ითუშება. ღუმელი ორთქლზე მომზადების შემდეგ ყველაზე სასარგებლო მომზადების წესია.
"რატატუი" შეიცავს ორი სახეობის ბულგალურ წიწაკას, ტომატს, ნიორს, ხახვს, ბადრიჯანს, მცენარეულ ზეთს. უხეშად რომ შევადაროთ, ახლოს არის ჩვენებურ "აჯაფსანდალთან".
შვრია ხილის დანამატებით
შვრია ყველა ოჯახის მენიუში უნდა იყოს, რადგან ეს ყველაზე სასარგებლო ფაფაა. მხოლოდ წიწიბურას შეუძლია მას მეტოქეობა გაუწიოს.
სამწუხაროდ, ქმარ-შვილი ხშირად ცხვირს უბზუებს მას. ამიტომ დიეტოლოგები გირჩევენ, ფაფას გახეხილი ვაშლი, ქიშმიში, შავი ქლიავის ჩირი ან ნებისმიერი გამხმარი თუ ნედლი ხილი დაამატოთ. ამით შვრიის ფაფა უფრო მიმზიდველი გახდება.
ერბოკვერცხი ტომატითა და ხახვით
მოშუშულ ხახვს ჯერ ტომატს (ან პომიდორს) ამატებთ და მოთუშვის შემდეგ - ათქვეფილ კვერცხს. ეს კერძი ძალიან სასარგებლოა რეპროდუქციული სისტემისთვის. ხელს უწყობს ჩასახვასა და ნაყოფის ჯანმრთელობას. ამ კირძს შვრიის ფაფასავით ნამდვილად ვერ დაგიწუნებენ. მთავარია, ბევრი ცხიმი არ მოგივიდეთ და ზედმეტად არ დაწვათ.
მოთუშული კომბოსტო
გემრიელი, სასარგებლო, აქრობს შიმშილის გრძნობას. ამ ყველაფერთან ერთად დაბალკალორიულიცაა, რაც გახდომის მსურველებს წაადგებათ. ამიტომაც უყვარს უფროს თაობას - ისინი ხომ უფრო სასარგებლო კვებას არიან მიჩვეული.
თუმცა ბევრია დამოკიდებული ცხიმის რაოდენობაზე მოთუშვის დროს. უკეთესია, თუ ძირითადად წყალსა და ტომატის წვენში მოთუშავთ, ცხიმს კი მცირე რაოდენობით დაუმატებთ. კომბოსტოში ისეთი ნივთიერებები შედის, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობენ ასევე აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს.