დიეტოლოგებმა შეადგინეს იმ პროდუქტების სია, რომლებიც ცხიმებთან ბრძოლაში გვეხმარებიან სპეციალისტებმა - დიეტოლოგებმა შეადგინეს იმ პროდუქტების სია, რომლებიც ცხიმებთან ბრძოლაში გვეხმარებიან და შესაბამისად, გახდომაში. მაშ ასე, ცხიმების დამწველები პროდუქტებია:
1. გრეიპფრუტი - თუ ყოველდღე 150 გრამ გრეიპფრუტს მიირთმევთ, საშუალოდ 2 კვირაში 2 კილოგრამს დაიკლებთ
2. მწვანე ჩაი - აზიელი დიეტოლოგები გვირჩევენ, დღეში 4 ჭიქა მწვანე ჩაი მივირთვათ
3. ცხარე საკვები - ნუ შეგეშინდებათ სანელებლების: შავი პილპილი, წითელი წიწაკა, მდოგვი… მათში ბევრია ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც ზედმეტ კალორიებს ებჰრძვიან.
4. უცხიმო რძის პროდუქტები. ისინი ზრდიან ჰორმონ კალციტრიოლის წარმოქმნას, რომელიც უჯრედებს აიძულებს მეტი ცხიმის დაწვას.
5. დარიჩინი. ერთი ჩაის კოვზი დღეში ამცირებს სისხლში შაქრის რაოდენობას და ცუდ ნახშირწყლებს.
6. წყალი - მისი არასაკმარისად მიღება ნეგატიურად აისახება ზედმეტი კილოგრამების დაკლებაზე და ხელს უწყობს ცელულიტის გაჩენას.
7. ცილოვანი საკვები - ცილების შესათვისებლად მეტი კალორია იხარჯება, ვიდრე ცხიმებისა და ნახშირწყლების შესათვისებლად.
8. ზღვის პროდუქტები და თევზი. მათში დიდი რაოდენობით არის იოდი, რომელიც ხელს უწყობს ცხიმის დაშლას, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას.
9. ვაშლის ძმარი - ეს ნატურალური პროდუქრი არა მხოლოდ წვავს ცხიმებს და აუმჯობესებს საკვების მონელებას, ასევე ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას, აქვეითებს მადას და ტკბილეულისადმი მიდრეკილებას.
10. კივი - C ვიტამინისა და ფლავონიდების მაღალი შემცველობის გამო ცხიმების გახლეჩას უწყობს ხელს. გარდა ამისა, აქვეითებს მადას და ხელს უწყობს ორგანიზმის გასუფთავებას.