ეს ის სასმელია, რომელიც ოჯახში ყველა თაობის წევრის მენიუშ შედის არ არსებობს ოჯახი, სადაც ჩაის არ მოიხმარენ. ეს ის სასმელია, რომელიც ოჯახში ყველა თაობის წევრის მენიუშ შედის.
ჩაისთან ასე მჭიდრო "მეგობრობის" მიუხედავად, ყოველთვის რჩება კითხვები, რომლებზე პასუხიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
რომელი ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის ჩაის მიღება და რომელ ასაკში რამდენი ჩაი უნდა დალიოს ბავშვმა?
2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ჩაის მიცემა რეკომენდებული არ არის. 2 წლიდან კი ღია ფერის ჩაი შეგიძლიათ შესთავაზოთ, ისიც კვირაში 3-4-ჯერ 50 მილილიტრი.
3 წლიდან 6 წლამდე - 100 მლ კვირაში 3-4-ჯერ
7 წლიდან კი შეგიძლიათ უფრო მუქი ჩაი მისცეთ - 1 ჩ/კ 200 მლ წყალზე ასევე კვირაში 3-4-ჯერ.
ყველაზე სასარგებლო ჩაი ბავშვებისთვის
ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში საბავშვო ბაღებსა თუ სამკურნალო დაწესებულებებში პატარებს რძიან ჩაის ასმევდნენ. რძით გაზავებული ეს სასმელი უფრო მეტი სიკეთის მომტანია. 3 წლამდე ბავშვზებს ჩაი 1/1 პროპორციით გაუზავეთ რძით, 3 წელზე უფროსებს კი უბრალოდ, ცოტა რძე ჩაუმატეთ ჩაიში - ჩაი, ისევე როგორც ყავა, ორგანიზმიდან გარკვეული რაოდენობის კალცის გამოდევნას ახდენს, რძე კი ამ კალცს ანაზღაურებს)
როდის არ შეიძლება ჩაის დალევა
არ დაალევინოთ ბავშვებს ჩაი ძილის წინ, რათა აღმგზნები ეფექტი არ მიიღოთ. ეს ეხება რძიან ჩაისაც, რადგან კოფეინი და მისი ნერვულ სისტემაზე მოქმედება შენარჩუნებულია. მწვანე ჩაი შესაძლებელია, რადგანაც ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით კოფეინს შეიცავს.
ჩაი არ არის სასურველი, როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს- შეიძლება სიცხის აწევას შეუწყოს ხელი.
ჩაი ახალდაყენებული უნდა მიირთვათ., წინააღმდეგ შემთხვევაში გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს დაკარგავს.
არ მიაჩვიოთ ბავშვი ძალიან ცხელი ჩაის დალევას, რადგან კბილების ემალს დაუზიანებს. არც კუჭ-ნაწლავისთვის არის მდუღარე ჩაი სასურველი.
ჩაი თაფლით თუ შაქრით?
შაქარი ჩაის არანაირ სასარგებლო თვისებას არ მატებს. რაც ნაკლებ შაქარს მიიღებს ბავშვი, მით უკეთესი მისთვის. იდეალურია, თუ უშაქრო ჩაის დალევას მიეჩვევა.
უკეთესია მასში თაფლი ჩაამატოთ. ამით გემოც გაუმჯობესდება და სასარგებლოც გახდება - განსაკუთრებით, გრიპისა და გაციების დროს არის ეს
გამდიდრებული ჩაი
მეტი სარგებლიანობისთვის ჩაიში მიღებულია ლიმონის, შავი მოცხარის და ვაშლის ჩირის ჩამატება.
ჟოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აუმჯობესებს და სიცხის დამწევი ეფექტიც აქვს.
პიტნა - ამშვიდებს და ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს.
გაითვალისწინეთ:
ჩაი წყლის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზე მყოფი სასმელია გამოყენების მხრივ, იგი თანაბრად უყვარს ნებმიერი ასაკისა თუ სქესის ადამიანს.
იგი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და შეუძლია ორგანიზმს დაეხმაროს ტოქსინებისა და სხვა მომწამლელი ნივთიერებების გამოდევნაში.
ისევე როგორც ყავა ჩაიც შეიცავს კოფეინის გარკვეულ რაოდენობას და მისი ოდენობა დამოკიდებულია ჩაის კონკრეტულ სახეობაზე.
მუქი და ძლიერი ჩაი ყოველთვის უფრო მეტ კოფეინს შეიცავს ვიდრე მწვანე ჩაი, სწორედ ამიტომ პატარა ასაკის ბავშვებისათვის არც არის რეკომენდებული ძლიერი ჩაის მიღება როგორც არის მაგალითად "ინგლიშ ბრექვესთი, ერლ გრეი და სხვა.
ბავშვებისათვის იდეალურია დილის საათებში "ცეილონ პრემიუმ და მსგავსი მსუბუქი შავი ჩაი, ან სულაც მწვანე ჩაი თუ კი ეს მათთვის საყვარელი გემოა. ძილის წინ სასურველია ბავშვებმა მიირთვან უფრო მწვანე ჩაი სხვადასხვა მცენარეული დანამატებით
მაგალითად გრავიოლათი (ინგ. შოურსოპ), რადგანაც ამ მცენარეს გააჩნია რელაქსაციის ეფექტი, მოქმედებს ჰერპერის, კიბოს, ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ.
თუ თქვენ გამოიყენებთ ერთჯერად ჩაის ჩანთებს, ყურადღება მიაქციეთ თუ ვინ არის მწარმოებელი, რომელ ქვეყანაშია დაკრფილი და შეფუთული ჩაი და რაც ყველაზე მთავარია, ჩანთები უნდა იყოს მეტალის შესაკრავის გარეშე (სტეპლეტის შესაკრავი) რადგანაც მეტალის კონტაქტი ადუღებულ წყალთან ჯანმრთელობისათვის არარეკომენდებულია და სწორედ ამის გამო განვითარებულ ქვეყნებში მეტალიანი ჩაის ჩანთების იმპორტი აკრძალულია.