10 ჩაის კოვზი შაქარი - ერთ ბოთლში! ეს ხომ საშინელებაა! მეცნიერთა კვლევები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველასათვის ცნობილი "კოკა- კოლა" ალკოჰოლზე უფრო მავნებელია ჯანმრთელობისათვის. იგივეს თქმა შეიძლება ნებისმიერ ტკბილ, გაზიან სასმელზე: 1 ჭიქა გაზიანი თუ ენერგეტიკული სასმელი მეტ ზიანს აყენებს ორგანიზმს, ვიდრე 100 გრამი არაყი!
მავნე სასმელები
"კოკა-კოლას " მავნებლობა მასში დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობაშია. პატარა ბოთლიც კი ნამდვილი საწამლავია ორგანიზმისთვის. ღვიძლი და კუჭქვეშა ჯირკვალი რეაგირებენ შაქარზე. ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ინსულინი, იმატებს სისხლში შაქრის შემცველობა და არტერიული წნევა. გლუკოზა გარდაიქმნება ცხიმის უჯრედებად. 10 ჩაის კოვზი შაქარი - ერთ ბოთლში! ეს ხომ საშინელებაა!
ტკბილი გაზიანი სასმელების გამოყენება დიაბეტის და სიმსუქნის განვითარების ძირითადი მიზეზია. ასევე ფოსფორის მჟავა, რომელიც შედის "კოკა-კოლას" შემადგენლობაში, აგროვებს კალციუმს, მაგნიუმს და თუთიას ნაწლავებში და დაჩქარებული ტემპით გამოდევნის გარეთ. ძვლები ხდება მყიფე და ადვილად მტვრევადი, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა...
როდესაც მოგეძალებათ ძლიერი წყურვილი, გაიხსენეთ ჩვენი სტატია და დალიეთ ერთი ჭიქა წყალი!