მაღაზიის კეტჩუპი სასარგებლო არ არის, მაგრამ ბავშვები გიჟდებიან მასზე. ამიტომ შინ მოვამზადოთ კეტჩუპი საბავშვო კერძი არ არის, მაგრამ ბავშვები გიჟდებიან მასზე. ქარხნული ნაწარმი ემულგატორებითა და სხვადასხვა ქიმიური დანამატითაა დამზადებული, თანაც უმეტესობა პომიდორს სულაც არ შეიცავს - სახამებლისა და საღებავის ნაზავია. მაინც რომ მოსწონთ და უნდათ ბავშვებს? ჰოდა ამიტომ გთავაზობთ კეტჩუპის შინაურ რეცეპტს - ჯანსაღიც არის და გემრიელიც.
მასალა:
3 კგ პომიდორი
0,5 კგ ვაშლი
0,25 კგ ხახვი
მარილი, შაქარი, ვაშლის ძმარი, წიწაკა ან პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ყევლა ინგრედიენტი დაჭერით და ხარშეთ, სანამ ხახვი არ დარბილდება. გათქვიფეთ ბლენდერით და ადუღეთ, სანამ მიღებული მასა სასურველ სისქეს არ მიაღწევს. დაამატეთ 1,5 სუფრის კოვზი მარილი, 1,5 ჩ.ჭ. შაქარი, 50 გრ. ვაშლის ძმარი, წითელი ან შავი პილპილი - გემოვნებით. თან განუწყვეტლივ ურიეთ, რომ არ მიიწვას.
თუ კეტჩუპს უფროსებისთვის ამზადებთ, შეგიძლიათ ნიორი და ცხარე წიწაკაც დაამატოთ.