თევზი ბავშვების მენიუში ძალიან სასარგებლო და აუცილებელი პროდუქტია თევზი ბავშვების მენიუში ძალიან სასარგებლო და აუცილებელი პროდუქტია. მისი კერძებიც მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ეს რეცეპტი 3 წლიდან ბავშვებისთვის არის მიზანშეწონილი.
საჭირო მასალა
თევზის ფილე – 1 კგ
ხახვი – 1 ცალი
ტომატის პასტა ან პომიდვრის წვენი – 50 გრ
სტაფილო – 1 ცალი
მწვანილი, ზეთი
მომზადება:
თევზი მოხარშეთ ცოტა მარილიან წყალში (შემწვარიც შეიძლება, თუ ასე უფრო მოსწონთ პატარებს). დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო ზეთში მოხრაკეთ. ბოლოსკენ დაუმატეთ ტომატი ან პომიდორი. ზემოდან მოასხით თასზე გადმოლაგებულ თევზს და შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.