მარტივად მოსამზადებელი გემრიელი ტკბილეული საჭირო მასალა:
600 გრ ფქვილი
20 გრ კარაქი
5 გრ საფუარი
250 გრ რძე
3 სუფრის კოვზი შაქარი
3 ცალი ბანანა
1-2 ცალი კვერცხი
მომზადება
გაცხელებულ რძეში გააზავეთ შაქარი და საფუარი. დაუმატეთ ერთი მუჭა ფქვილი და აურიეთ. ცოტა ხანს დატოვეთ სითბოში, სანამ სამჯერ არ მოიმატებს მოცულობით.
ბანანა გაასუფთავეთ და დააბლენდერეთ. ბანანას პიურეში ჩაასხით მანმადე მომზადებული ნაზავი, დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი, კარაქი და მოზილეთ ცომი.
ცომი პორციებად დაყავით, ლანგარზე დადეთ საცხობ ქაღალდზე. სითბოში დატოვეთ 20 წუთი. შემდეგ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით. რომ შეწითლდება, ათქვეფილი კვერცხი გადაუსვით და კიდევ 5 წუთი აცხვეთ.