ეს ნამდვილი ქართული ჩახოხბილია, რომლითაც ყველას აღაფრთოვანებთ ჩახოხბილი უძველესი ქართული კერძია. მისი სახელწოდება ხოხობს უკავშირდება და ჩაშუშულ ხოხობს აღნიშნავს. ძველი რეცეპტით ჩახოხბილი უპამიდვროდ, მხოლოდ ერბოთი, კვერცხითა და ძმრით მზადდებოდა, იყო უფრო ცხიმიანი და შესაბამისად – კალორიული კერძი. თანამედროვე ეპოქაში ჩახოხბილს პამიდვრით ამზადებენ, ზოგჯერ კვერცხს უმატებენ, ზოგჯერ კი – ტკბილ წიწაკას. ფრინველის მომზადების ტექნოლოგიაც განსხვავებულია: ერთი ვერსიით ფრინველი წინასწარ შეიწვას და შემდეგ დაემატოს მოშუშული სოუსი, მეორე შემთხვევაში კი დაჭრილი ხორცი ხახვთან ერთად იშუშება და შემდეგ ეტაპობრივად ემატება დანარჩენი ინგრედიენტები. წინამდებარე რეცეპტის მიხედვით ხოხბის ნაცვლად შეიძლება შინაური ვარია ან მწყერიც გამოვიყენოთ.
ინგრედიენტები
ქათამი - 1 ცალი, პატარა ზომის
ხახვი - 6-7 თავი
პამიდორი - 1 კგ, კანგაცლილი, დაჭყლეტილი
ქინძი - 1 კონა
რეჰანი - 1 კონა
ერბო
მარილი
მწვანე წიწაკა
მომზადების წესები
ხოხობი მშრალად გავპუტოთ (არ დავმდუღროთ!), შევტრუსოთ და გავასუფთავოთ. დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს. ქვაბი დავდგათ ცეცხლზე. როცა წყალი დაშრება, დავაყაროთ წვრიალად დაჭრილი ხახვი, ერბო და ვშუშოთ, სანამ დარბილდება. თუ კერძს ნანადირევისგან მოვამზადებთ, უფრო დიდხანს დასჭირდება მზადება. ხორცი რომ კარგად დარბილდება, დავუმატოთ პამიდორი, მარილი და წიწაკა. 5-10 წუთში დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
ეს და კიდევ სხვა მრავალი უგემრიელესი კერძი გელოდებათ უნიკალურ პროექტში „საქართველოს კულინარიული ატლასი“, რომელიც 8 ტომად გამოვა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გაიგეთ როგორ მოვამზადოთ საუკეთესო ქართული კერძები, ნაბიჯ-ნაბიჯ ფოტოებით ახსნილი კერძების მომზადების პროცესი. 24 აპრილიდან თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სერიის პირველი ტომი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად.