თუ თქვენს შვილებს ფერადი რეზინის დაწნული სამაჯურები უკეთიათ, მოახსნევინეთ და გააკონტროლეთ ბოლო დროს პატარა რეზინის რგოლებით, ე.წ. ლუმ ბანდსებით ფერად-ფერადი სამაჯურების ქსოვა საყოველთაო გატაცებად იქცა. დიდი და პატარა ნაქსოვი სამკაულებით ხელ და ყელდამშვენებული დადის. სამწუხაროდ, ამ რეზინების უსაფრთხოება უკვე ეჭვის ქვეშ დგას და ბევრ ქვეყანაში მასზე უარიც თქვეს. დასავლური პრესის ფურცლებიდან მოგვიწოდებენ, რომ თუ თქვენს შვილებს ფერადი რეზინის დაწნული სამაჯურები უკეთიათ, მოახსნევინეთ და გააკონტროლეთ, რომ აღარასდროს გაიკეთონ. როგორც აღმოჩნდა სამაჯურების უმეტესობა საშიშ ტოქსიკურ ნივთიერება ფტალატს შეიცავს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას კიბოს იწვევს.
სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტმა, საჩივრების საფუძველზე, გამოიკვლიეს რეზინის სამაჯურები და დაადგინეს, რომ ხალისიან რეზინის რგოლებს, რომლებისგანაც გოგონები სამაჯურებსა და სამკაულებს წნავენ საშიში დააავადებების გამოწვევა შეუძლიათ და მათი გაყიდვა რამდენიმე ქვეყანაში უკვე აიკრძალა.
თავდაპირველად არავის სჯეროდა, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ ნაწარმში ფტალატს შემცველობა დაფიქსირდებოდა. თუმცა, "ლაბორატორიული შემოწმება სხვადასხვა ფირმის, ზომისა და ფერის ორასამდე რეზინის რგოლმა გაიარა. უმეტესობაში ფტალატის შემცველობა დაფიქსირდა". - ამბობს ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტი.
რეზინის სამაჯურების გამოკვლევა ჯერ არ დასრულებულა. მათ სხვადასხვა მავნე ნივთიერებების შემცველობაზეც იკვლევენ.
ევროპის ქვეყნებმა საგანგაშოდ მიიჩნიეს, რომ ფტალატი შეიძლება ბავშვებისთვის განკუთვნილ სხვა ნივთებშიც - სათამაშოები, საკანცელარიო და სასკოლო ნივთებში აღმოჩნდეს. მოსახლეობის დაცვის მიზნით, ირლანდიამ და ბრიტანეთმა ფტალატის შემცველი საქონლის ქვეყანაში შეტანაზე და მათ რეალიზაციაზე უარი განაცხადა.
რეზინის სათამაშოების, საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ძირითადი მწარმოებელი ჩინეთია. სამწუხაროდ, ეს ის ქვეყანაა, რომელიც ყურადღებას არ აქცევს საქონლის ხარისხს. ამიტომ, მშობელმა უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, რომ ბავშვს მსგავსი ნივთი, სათამაშო არ მისცეს. დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. ნუ შეიძენთ ბავშვებისთვის მავნე ნივთიერების შემცველ სათამაშოს. გაეცანით მათ ანოტაციას. თუ რეზინის სათამაშოს შემადგენლობა არ აწერია, უარი თქვით მის შეძენაზე.
მსგავსი საგანგაშო რიტორიკით ინფორმაციები ყოველდღიურად ვრცელდება და თითქოს რეაქციაც აღარ გვაქვს მათზე, მაგრამ სრული გულგრილობაც არ არის გამოსავალი. შეიძლება ინფორმაცია გაზვიადებული იყოს, მაგრამ სიმართლის ნაწილი მათში ყოველთვის არის. ყველამ ვიცით, რომ ათასგვარი ჩვენთვის გაუგებარი ქიმიური ნივთიერება ჩვენი შვილების ყოველდღიური ნივთების შემადგენლობაში შედის. ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. არ არის აუცილებელი ბავშვს ხელი მაჯადან იდაყვამდე ამ სამაჯურებით ჰქონდეს შევსებული, თანაც ყოველდღე და თვეების განმავლობაში. სიფრთხილის ზომიერად გამოჩენა ყოველთვის შეიძლება და არამარტო სამაჯურებთან დაკავშირებით.
წყარო