ამ წყვილმა ჩვეულებრივი ავტობუსი მყუდრო საცხოვრებლად აქცია - მშობლები

ამ წყვილმა ჩვეულებრივი ავტობუსი მყუდრო საცხოვრებლად აქცია

2015-02-07 06:33:06+04:00

შეიხედეთ შიგნით და აღტაცებული დარჩებით! ჯერ კიდევ 4 წლის წინ მირა და ჯერემი ტომპსონებმა 1989 წლის გამოშვების სასკოლო ავტობუსი იყიდეს. რაში დასჭირდათ? ეს მხოლოდ ამ კრეატიულმა წყვილმა იცოდა. მათ საკუთარი ხელით აქციეს 11-მეტრიანი საკმაოდ ფართო ავტობუსი მყუდრო კომფაქტურ საცხოვრებლად. მათ მიერ ჭკვიანურად დაგეგმილი სივრცე და შექმნილი გარემო ბევრს არწმუნებს, რომ სივიწროვე არაფერია, თუ კარგად მოიფიქრებ და დაგეგმავ ყველაფერს. სიმყუდროვის პოვნა კი ყველგან შეიძლება, სადაც ცოლ-ქმრის ურთიერთგაგება და სიყვარულია.

mshoblebi

სახლის ჭერი ხის არის, კედლებიც ხით მოაპირკეთეს შიგნიდან და გარედან. ასე ლამაზიც გამოვიდა, თბილიც და ეკოლოგიურად სუფთაც. სამზარეულოში გაზქურა, მაცივარი დგას და სივრცეც არის დარჩენილი საკვების მოსამზადებლად. ორ სართულად მოწყობილ "ბინაში" მეორე სართულზე, წყვილის საძინებელი განყოფილების თავზეა მოწყობილი ადგილი დასვენებისა და კითხვისთვის.

mshoblebi

ბორბლების ადგილზე საყვარელი დივანი და ღუმელია, რომელიც მთელ სივრცეს ათბობს და მეტ სიმყუდროვესაც სძენს.

mshoblebi

ასევე იხილეთ: წყვილმა თავისი ოცნების პაწაწინა სახლი ააშენა და დაამტკიცა, რა ცოტაა საჭირო ბედნიერებისთვის